დღეს, 28 მარტს, ახალქალაქის ოთხი მოქალაქის თვითიზოლირების ვადა დასასრულს მიუახლოვდა.
ამჟამად ახალქალაქში და სოფლებში 338 მოქალაქეა თვითიზოლირებული, ხოლო 27- კარანტინში იმყოფება.
28 მარტის მონაცემებით საქართველოში 4641 ადამიანი კარანტინშია, ხოლო 239- სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 85 მიაღწია, რომელთაგან 14 უკვე გამოჯანმრთლდა. 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სიკვდილის შემთხვევები ქვეყნის შიგნით არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემია მიმდინარეობს. საერთაშორისო სამეცნიერო-საგამოძიებო ინსტიტუტების მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 598 000 ინფიცირებულია. ვირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 28 000 ადამიანს შეადგენს და 131 000 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.