აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში, პარკი-საბავშვომოედანი აშენდა. ბოლო სამუშაო, ხეების დარგვა, 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. იმისდა მიუხედავად, რომ მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია დროის გასატარებელი ადგილის გამოჩენით, მაინც აღნიშნავენ გარკვეულ ხარვეზებს.
აღმაშენებლის ქუჩაზე პარკი-საბავშვო მოედანი-სპორტული მოედნის პროექტის განხორციელება თითქმის დასრულებულია, ტენდერში გამარჯვებული მეწარმის, სამუშაოების ხელმძღვანელის, ვარდან ჩოლახიანის თქმით, რჩება მხოლოდ ხეების დარგვა, რომლის მიწოდებას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
პროექტის განხორციელების პერიოდში მერიასა და კონტრაქტორს შორის ხელშეკრულებაში 4 ცვლილება შევიდა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა სამუშაოების ვადები. პროექტი 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლის თხოვნით 15 ოქტომბრისთვის გადაიდო. გადადების მიზეზი – „შედარებით გვიან ვადებშია ხეების დარგვრა მიზანშეწონილი“.
ბავშვებმა უკვე მოასწრეს ამ ადგილის გაცნობა და თბილ დროს მოედანზე თამაშობენ. თუმცა, აქ არის ნაკლოვანებები, რომლებიც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული, მაგალითად, შემოგარენი და მისადგომი არ არის გასწორებული და მოწესრიგებული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ასევე ველოსიპედების და საბავშვო ეტლებისათვის პანდუსები მხოლოდ ერთ კუთხეშია აშენებული. მშენებლის თქმით, პანდუსი პროექტის მიხედვით არ არის აშენებული, არამედ საკუტარი ინიციატივით. დანარჩენი შემოსასვლელებიდან პარკში შესვლა ეტლით ძალიან რთულია უსწორმასწორო ადგილების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ღამის განათების სვეტები 2-3 თვის წინ არის დამონტაჟებული, შუქი არ ანათებს ღამეს. მშენებლის თქმით, ენერგოქსელთან შეერთების სამუშაოების ნაწილი გაკეთებულია. ვინ უნდა შეაერთოს უცნობია, «სავარაუდოდ სამუსაოების ჩაბარების შემდეგ შეაერთებენ»,- ამბობს ის. სასმელი შადრევნიდან წყალი ხშირად გარეთ მოედინება და პარკის ნაწილი ხშირად სველია. მშენებელი დაგვპირდა გაიგოს, რაში მდგომარეობს პრობლემა. ის ასევე აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როცა სასმელი შადრევნიდან წყალს მოედნის ტერიტორიაზე ხალიჩების გასარეცხად იყენებდნენ. მოსახლეობის თქმით, ბავშვები ნაწილობრივ აფუჭებენ ატრაქციონებს, რადგან ისინი ცოტაა, ხოლო ბავშვები ბევრნი არიან და ერთ ატრაქციონზე ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ზის.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე პარკის კეთილმოწყობის და სატრენაჟორო მოედნის გაკეთების ტენდერი ახალქალაქის მერიამ 13 მარტს გამოაცხადა. ტენდერის თავდაპირველი თანხა (დღგ-ს ჩათვლით) 165 153 ლარს შეადგენდა, ხოლო იმავე ადგილას სატრენაჟორო მოედნის მოწყობისთვის 27 525 ლარი იყო გამოყოფილი. საერთო ჯამში, იმისათვის, რომ მრავალსართულიან კორპუსებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ბავშვები და უფროსები შეძლებენ დროის ტარებას, 192 678 ლარი იყო გამოყოფილი. აუქციონი 24 მარტს დასრულდა, 171 000 ლარით.
პარკში ფეხით მოსიარულეების და ველოსიპედისთვის შესაბამისი ადგილებია მოწყობილი. ის ორ ნაწილად არის გაყოფილი, სატრენაჟორო ნაწილი და საბავშვო ადგილი. დგას სკამები და ნაგვის ურნები, ფარნები განათებისთვის, ასევე სასმელი შადრევანი. უსაფრთხოებისთვის სკვერის ნაწილი კაუჩუკისგან არის გაკეთებული. საბავშვო გასართობ ზონაში არის მრავალფუნქციური კლასიკური ატრაქციონი საქანელებით და სასრიალოებით და ასევე სხვები. პარკის მეორე მხარეს ღია ცის ქვეშ მოედანია ტრენაჟორებით.
მონაკვეთის გასაუმჯობესებლად დათესილია გაზონი. პროექტის მიხედვით, მოხდება მიწის პროფილირება, ბალახის დათესვა და მისი დატკეპნა, ასევე დაირგვება ნაძვისა და ბარბარისის სახელწოდებით ბუჩქი. ეს მცენარეები მდგრადია გვალვასა და ყინვის მიმართ.