შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში არასრულწლოვანის მოტაცების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. და მათ 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ.ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა.-ც.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ამბობენ შსს-ში.