მაწანწალა ძაღლების პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ რეგიონში და მთელ ქვეყანაში. მომავალ წელს სამცხე-ჯავახეთში 60 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი აშენდება. თუმცა, რამდენად გადაჭრის ეს ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემას, უცნობია.
დილით, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მანქანის მიერ გატანილი ლეკვი ეგდო, სანახაობა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არ იყო. მოსახლეობა 3 დღის განმავლობაში იძულებული იყო ეს სურათი ენახა. ვინაიდან მთავარი გზის მომსახურე კომპანია საჭიროდ არ თვლის გზის გაწმენდას.
მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება ამ გზაზე და ზოგადად მთელ ქალაქში. რადგან დღეს საქართველოში მაწანწალა ძაღლების მიმართ მზრუნველობა და ჰუმანიზმი მხოლოდ იმ მინიმალური თანხებით არის გამოხატული, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლება გამოყოფს ამ ცხოველების დაჭერისა და სტერილიზაციისთვის.
თუ ერთი მხრივ არიან უბედური ცხოველები, რომლებიც შეძლებისდაგვარად არსებობენ, მაშინ მეორე მხრივ არიან მცხოვრებლები, ქალები, მოხუცები, ბავშვები, რომლებიც წელს ხშირად ხდებიან მაწანწალა ძაღლების თავდასხმის მსხვრეპლი. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ახალქალაქის მცხოვრებლებზე 121 თავდასხმა (ნაკბენებით) დაფიქსირდა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, თავდასხმებს შორის ვირუსი არ დაფიქსირებულა.
ბოლო პერიოდში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებით, ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაწანწალა ძაღლების პრობლემის შემდგომი ერთობლივი გადაჭრის მიზნით წერილი გაუგზავნასამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო კომისრის ადმინისტრაციას . იქიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო პასუხი, რომ ამ საკითხით უკვე არიან დაკავებული.
Jnews-ი დაუკავშირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო კომისრის ადმინისტრაციას, სადაც ეს პასუხი დაადასტურეს. როგორც ჩვენთან საუბარში გვითხრეს, მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება.
«მომავალ წელს გამოცხადდება ტენდერი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. თავშესაფარში ერთდროულად 60 ძაღლის შენახვა იქნება შესაძლებელია. თუმცა ძაღლები იქ მუდმივად არ დარჩებიან. ცხოველთა დამცველები წინააღმდეგნი არიან, რომ არსებობდეს თავშესაფარი. ჩვენ უნდა ოპერაცია გავუკეთოთ (სტერილიზება), ვუმკურნალოთ და გავუშვათ უკან. ანუ იგივე, რაც ამჟამად კეთდება, მაგრამ ჩვენს რეგიონში. ეს იქნება იგივე პროექტი, რაც გორში»,- გვიპასუხეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო კომისრის ადმინისტრაციიდან.
რამდენიმე წელია, ახალქალაქში მკურნალობის შემდეგ ძაღლების დაჭერისა და სტერილზაციისათვის თანხა გამოიყოფა, მაგრამ წელიწადში 100-200 სტერილიზებული ძაღლი ხელს არ უწყობს პრობლემის მოგვარებას. შეიცვლება თუ არა სიტუაცია რეგიონში თავშესაფრის აშენებით, ჯერ კიდევ საკითხავია.