დღეს, 7 აგვისტოს, ერევანში, 2023 პანსომხურ თამაშებში ახალქალქიდან ფრენბურთის გუნდმა კრასნოდარის გუნდს 3:2 ანგარიშით მოუგო. ჯგუფი თამაშს საუკეთესო სომხური ჯგუფის წოდებისთვის იბრძოლებს, ამისათვის საჭიროა კიდევ ორი ჯგუფის მოგება. 

ეს ახალქალაქელების ჯერჯერობით პირველი გამარჯვებაა. დღეს ასევე გაიმართება ფეხბურთის ტურნირი, სადაც ახალქალაქის ჯგუფუ საუკეთესო სომხური ჯგუფის წოდებისთვის იბრძოლებს.

“აღფრთოვანება დიდია, ჩვენ ძალიან ძლიერ ჯგუფს მოვუგეთ. რა თქმა უნდა, გამარჯვებით დავბრუნდებით”,- თქვა სპორტისა და განათლების სამსახურის წარმომადგენელმა აკაკი მელიქიძემ.

სომხეთში 2023 პანსომხურ თამაშებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 57 სპორტსმენი გაემგზავრა, რომლებიც სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ახალქალაქის საერთო დელეგაციამ 65 ადამიანი შეადგინა, მაგრამ ერევანში მათ ასევე შეუერთდნენ ახალქალაქიდან ერევანში გადასული სპორტსმენებიც. 

პანსომხურ თამაშებში ახალქალაქი შემდეგი აპორტის სახეობებში მიიღებს მონაწილეობას:

 სირბილი
 არმრესტლინგი
 ცურვა
 ჭადრაკი
 მაგიდის ტენისი
 ფრენბურთი
 ფეხბურთი