5 აპრილს ახალქალაქის ცენტრში კულტურის სახლის წინ, შპს “ASP Group”-ის ორგანიზებით ტრაქტორების გამოფენა მოეწყო.

zhoghovurd

გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქისა და რეგიონის სოფლების მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

sakrebulo

“ASP Group”-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ტრაქტორები წარუდგინეს და ტექნიკური მახასიათებლები გააცნეს. კომპანია 20 წელზე მეტია რაც სპეცტექნიკაზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მანქანების იმპორტზე მუშაობს.

trucik

„ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობის ორგანოებს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული ტექნიკის ახალქალაქში ჩამოტანისთვის მადლობას ვუხდი. ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს შეუძლიათ მოვიდნენ და გამოფენილი ტექნიკა ადგილზე ნახონ. წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები და სხვა ტექნიკა თესვის, დეზინფექციისა და ირიგაციისათვის. მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაწყებულ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებულ, პროექტზე ვესაუბრებით. თუ შეკითხვები ექნებათ, ჩვენი სპეციალისტები უპასუხებენ და რჩევებსაც მისცემენ “, – განმარტავს შპს “ASP Group”-ის გაყიდვების სამსახურის უფროსი ედუარდ ცხოვრებაძე.

nerkayacucich

გამოფენა თავდაპირველად ახალციხეში, შემდეგ კი ნინოწმინდაში გაიმართა.