ახალქალაქის ახალგაზრდობას მიაჩნია, რომ პოლიტიკაში არაფერი იცვლება, თვითონ რაიმეს შეცვლას არ ცდილობენ და არც მიისწრაფიან. ზოგიერთის აზრით, პოლიტიკა ბინძური საქმეა, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში იმ ადამიანების ახლობლები და ნათესავები არიან, ვინც წლებია მთავრობაშია.
ახალქალაქის ახალგაზრდობა პოლიტიკისკენ არ იჩქარის. საამისოდ პოზიცია და არგუმენტები გააჩნიათ. ზოგიერთი ვერც წარმოიდგენს, რომ ეს შესაძლებელია. რადგან ცენტრალური ხელისუფლება თუ იცვლება, ადგილობრივი იგივე რჩება. ახალგაზრდობა, რომელიც პოლიტიკაში მიდის, ენთუზიაზმით, ფიქრობენ, რომ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ სულ მალე იმედგაცრუებულნი რჩებიან.
ვარდუი კურგინიანი აქტიური სტუდენტია, ფლობს ქართულ ენას, აქვს ეკონომიკური განათლება. მიაჩნია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ახალგაზრდის აქტიურობაზე, თუმცა არა ყოველთვის.
” პოლიტიკაში ყოფნისთვის აუცილებელი არ არის განათლება ქონა, აუცილებელია ლიდერის თვისებები. ამასთანავე, უნდა შეგეძლოს გარისკვა, აუცილებელია ზოგადი განათლება. თუმცა ყველაფერი ნაცნობებისა და ფულის გარშემო ტრიალებს. მით უმეტეს, ახალგაზრდობას სჭირდება მხარში დგომა. ახალქალაქის პოლიტიკურ ველში ახალგაზრდების ჩართულობა ნაკლებია. ხოლო ვინც არის, ვინმეს დახმარებით არის შესული, ეს არ ნიშნავს მათ წარმატებას. მაგალითად მე ვერ გავრისკავდი პოლიტიკაში ყოფნას, რადგან ნაცნობები არ მყავს, ვარ მარტო. ამის შესაძლებლობა თუ იქნებოდა, მაშინ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ეს ძალიან მაინტერესებს”, – ამბობს სტუდენტი ვარდუი კურგინიანი, სოფელი სამსარიდან.
მე-12 კლასელი გარიკ გალსტიანი აქტიური მოსწავლეა, სურს გახდეს ექიმი. ამის მიუხედავად ბევრ პროგრამაში მონაწილეობს, სადაც სამოქალაქო აქტიურობის მიმართულებით ვითარდება. მიაჩნია, რომ ახალგაზრდობა არ არის ინფორმირებული, ამიტომ არ აქვთ პოლიტიკაში წასვლის სურვილი.
“ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ არჩევნები და სხვა დანარჩენი დაკავშირებულია თანხებთან, ნაცნობებთან. მე თუ მექნებოდა შესაძლებლობა, მაინც არ შევიდოდი პოლიტიკაში. ახალგაზრდებიც და ასაკოვანი ხალხიც მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პოლიტიკიდან გასვლა რთულია. ჩვენი პოლიტიკური ველი განსაკუთრებით არ მომწონს, ამის შეცვლა შესაძლებელია თუკი ახალგაზრდობა მოინდომებს. ამისთვის საჭიროა ინფორმირებულობა, იმის გააზრება, რომ ყველაფერი ფულით არ წყდება, ცვლილება შესაძლებელია უბრალო კენჭისყრით. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საკუთარი ხმა არ უნდა გაყიდოს. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდობას, ასწავლონ, გააკეთონ ყველაფერი, რათა მოსახლეობა იყოს ინფორმირებული”, – ამბობს გარიკ გალსტიანი.
26 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, პოლიტიკაზე ხუმრობით საუბრობს.
“პოლიტიკაში არ წავიდოდი, ამდენი ჭკუა არ მაქვს. რისი გაკეთება შეუძლია ახალგაზრდობას, რომ იყოს აქტიური? ახალქალაქში ან სვამენ, ან კაზინოში არიან, პოლიტიკისთვის ჭკუა არ ჰყოფნით. მაგალითად, მე ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებდი. არ ვიცი. უბრალოდ არ მომწონს. ისიც კი არ მომწონს, პოლიტიკაზე, რომ საუბრობენ. არჩევნებზე იშვიათად მივდივარ, მხოლოდ მაშინ, ახლობლები თუ მონაწილეობენ. ჩვენ მივდივართ და ვირჩევთ, მაგრამ მთავრობაში იგივე ხალხია. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება”, – ამბობს ის.
მის მეგობარს განსხვავებული პოზიცია აქვს.
“მე ვცდიდი. შემომთავაზეს კიდეც, კანდიდატურის დაყენება, თუმცა არ მოვინდომე. მაგრამ სხვა დროს შეიძლება მოვინდომო. მაშინ ჭკუა არ მქონდა, ამიტომ არ მოვინდომე. უბრალოდ ერთ-ერთი ახლობელი მონაწილეობდა, არ იქნებოდა სწორი ჩემი მონაწილეობაც”,- ამბობს ის.
რიმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია. მისი აზრით, ახალქალაქში პერსპექტივა არ არის, ამიტომ ახალგაზრდობა არ არის დაინტერესებული პოლიტიკით.
“დასაწყისისთვის რატომ არ ინტერესდებიან ქართული პოლიტიკით, მათ უფრო სომხეთის პოლიტიკა აინტერესებთ. ვინც კი არის ჩემს გარშემო მათთვის სულ ერთია. როდესაც პროტესტს აცხადებდნენ, ეს არ მოსწონდათ. ამბობდნენ, რისთვის არის საჭირო ქუჩაში გასვლა. მე ძალიან ცოტას ვიცნობ, რომლებიც კითხულობენ ქართულ მედიას და ინტერესდებიან პოლიტიკით, მათაც პროფესიის გამო. პოლიტიკით არ ინტერესდებიან, რადგან პოლიტიკა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული. მათთვის სულ ერთია, რადგან მათმა მამებმა თანხა საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოიტანონ. ისინი ძირითადად არ მუშაობენ. არ მინდა პოლიტიკით ვიყო დაკავებული, მაგრამ რაღაც მხრივ დაინტერესებული ვარ. არ მინდა, რადგან პოლიტიკაზე ბინძური არაფერია. სახელმწიფო არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ პოლიტიკით, ან პოლიტიკური პროცესებით. ყოველ შემთხვევაში მე ეს არ შემიმჩნევია”, – ამბობს ის.