ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების გადასახადების სუბსიდირებისათვის თანხა გამოყო. სუბსიდიები მხოლოდ ახალქალაქის სერვისცენტრის აბონენტებს შეეხება.
27 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დასუფთავების სუბსიდიები დაამტკიცეს. დაიფარება ყველა აბონენტის გადასახადები -ფიზიკური პირების გადასახადი, რომლებსაც ახალქალაქის სერვისცენტრი ემსახურება, და ასევე იმ იურიდიული პირებისა, რომლებიც მარტში, აპრილსა და მაისში არ მუშაობდნენ.
სოფელი კარტიკამისა და დილისკის ტერიტორიალური ოლქების დეპუტატები წარდგნენ წინადადებით, რომ ამ სოფლებში დასუფთავების გადასახადის დაფარვისათვის ცალკე თანხა გამოყონ, რადგან ცენტრი ამ სოფლებს არ ემსახურება, და იქ ნაგავი მოსახლეობის მიერ შეგროვილი სახსრებით (3-3,5 ლარი თითოეული ოჯახიდან) გააქვთ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ საკითხით მერიას უნდა მიმართონ, რომელიც სათანადო შეთავაზებას შეადგენს.
დასუფთავების გადასახადს სერვისცენტრი მხოლოდ შემდეგ სოფლებში ღებულობს: კულიკამი, ბავრა, ხულგუმო, ხოსპიო, მარტუნი, მურჯახეთი, ჩამდურა, მაჭატია, კორხი, თოთხამი და გომანი.
იურიდიული პირებისათვის დასუფთავება ქალაქსა და სოფლებში 1 კუბურ მეტრზე თვეში 25 ლარი ღირს, ხოლო ფიზიკური პირებისათვის თითოეული ადამიანი 40 თეთრს იხდის.
სერვისცენტრი მომსახურებისათვის წელიწადში დაახლოებით 90 000 ლარს აგროვებს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი (ნახევარზე მეტი) სერვისცენტრის ბიუჯეტში რჩება.
ახალქალაქის სერვისცენტრში სუბსიდირებისათვის რამდენი იქნება გადარიცხული და როგორ, ჯერჯერობით უცნობია. ასევე ცნობილი არ არის თუ იქნება ანაზღაურება სერვისცენტრის კონტროლიორებისათვის, რომლებიც შეგროვილი თანხის 30%-ს ხელფასის სახით ღებულობდნენ.