ჰესების “ახალქალაქი 1” და “ახალქალაქი2”-ის მშენებლობა, რომლებიც მდინარე ფარავანსა და მის შენაკად კორხზე შენდება, ექსპლუატაციაში 2022 წლის შემოდგომაზე შევა.

ჰესებს კომპანია “აისი” აშენებს. მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და პროექტის თანახმად 2023 წელს უნდა დასრულდეს.

ჰესების საერთო სიმძლავრე 9,1 მბტ-ია ხოლო წლიური სიმძლავრე დაახლოებით 49 გბტ-ი.

კომპანია „აისს“ ჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში უნდა აეშენებინა ორი დამოუკიდებელი წყალმიმღები, ორი მიწისქვეშა წნევის მილსადენი და ორი სადგური ქსელთან საერთო მიერთებით.

გამომუშავებული ელექტროენერგია სახელმწიფოს ახალი 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზით მიეწოდება.

ინფორმაციის თანახმად, რომელიც Jnews-მა მიიღო, უკვე აშენდა ორი ჰესის ძირითადი სტრუქტურების შენობები, წყალმიმღები და წნევის მილსადენები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სტრუქტურების საბოლოო დასრულების დეტალებზე. შიდა სამუშაოები პერიმეტრის გარშემო გრძელდება. ინტენსიურ სტადიაშია ჰესის შენობების მოვლის სამუშაოებიც.

„ეკოლოგიური კომპონენტის ფარგლებში, ივნისიდან კომპანიამ დაიწყო სათევზაო ბილიკის მშენებლობა მის ორ ძირითად ობიექტზე (თევზის სადერივაციო არხები – რედ.), რაც უზრუნველყოფს თევზის თავისუფალ მოძრაობას მდინარეში ზევით და ქვემოთ”, – აღნიშნულია მიღებულ ინფორმაციაში.

წერილში ასევე, საუბარია იმაზე, რომ კომპანია „კეთილი ნებით“, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პარალელურად, ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

“მაქსიმალურად გვინდა ხელი შევუწყოთ ამ სოფლების განვითარებას, ამიტომ სოციალურ პროექტებს ვანხორციელებთ”, – ვკითხულობთ კომპანიიდან მიღებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, უკვე დაასრულეს რამდენიმე სოციალური პროექტი სოფლებში – კორხში, ორჯაში (სპორტდარბაზი და სატუმბი სახლი სოფელ ორჯაში), ნაწილი კი დამუშავების პროცესშია (სასმელი წყლის მილები სოფელ დილისკაში, დილისკის ახალი სასაფლაოს ტერიტორიის მოასფალტება).

კომპანიამ, ასევე, სოციალური პროექტების ფარგლებში ჩაატარა ტრენინგები ზოგადი უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სოფლების დილისკას, ორჯასა და კორხში სკოლის მოსწავლეებთან.

Jnews-მა თანამშრომლების სტატისტიკაც მიიღო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბევრი ადგილობრივი მცხოვრებით დასაქმდა, თუმცა აღნიშნულია, რომ მშენებლობის დასკვნითი ეტაპის გამო, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შემცირდა.

2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, ორი ჰესის მშენებლობაზე 149 ადამიანი მუშაობს, აქედან 68 ადგილობრივია.