ახალქალაქის დახურულმა საცურაო აუზმა მუშაობა 1 ოქტომბრიდან განაახლა, ფასებში ცვლილებები არ შეინიშნება.

ახალქალაქის დახურული აუზმა წელს როგოთ მეორე რემონტის შემდეგ მუშაობა განაახლა. აუზი აგვისტოს დასაწყისში წყლის გამოცვლისა და რემონტისთვის დაიკეტა. სარემონტო და მოსამზადებელი სამუშაოები 2 თვე გაგრძელდა. 

ახალქალაქის აუზის დირექტორის თქმით, არავითარი ცვლილება არ იგეგმება. 

“არანაირი ცვლილება არ არის. აუზი მომდევნო გაწმენდამდე და წყლის გამოცვლამდე იმუშავებს, როდის გამოიცვლება დამოკიდებულია მომხმარებლების რაოდენობაზე. როცა აუზი იკეტება, ფიტნესის ოთახიც იკეტება. მუშაობის განახლების შემდეგ მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს სიარული”,- თქვა ახალქალაქის აუზის დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა. 

საცურაო აუზი მომხმარებლებისთვოს ფასიანია, ხოლო ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირებით ფუნქციონირებს. 2023 წლისთვის, ახალქალაქის აუზის ბიუჯეტი 248 000 ლარით განისაზღვრა, 2022 წელსაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა იგივე თანხა გამოყო. აუზში სააბონენტო გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაზრდის თემაზე იყო საუბარი, უცვლელი რჩება. 13 წლამდე მომხმარებლები იხდიან 10 ლარს, 13-დან 18 წლამდე ადამიანებისთვის ყოველთვიური აბონენტი 20 ლარია, 20 წელზე უფროსი ასაკის პირები თვეში 40 ლარს იხდიან.