Jnews-ს ახალქალაქში მცხოვრები, ანი გრიგორიანი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში მისი სახელით თაღლითები მის ნაცნობებსა და უცხო ადამიანებს ფულს სძალავენ. მის სახელზე სოციალურ ქსელებში ოდნოკლასნიკისა და ფეისბუქის ყალბი პროფილებია გახსნილი.

მისი თქმით, თაღლითებს საკმაოდ დიდი თანხა უკვე სამმა ადამიანმა გადაურიცხა.

„ჯერ ჩემს სახელზე გაიხსნა ფეისბუქ გვერდი და იყო ჩემი რამდენიმე ფოტო. მათ მიწერეს, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, რომ თითქოს აეროპორტში ვიყავი გაჩერებული და გარკვეული თანხა მჭირდებოდა. ამის შესახებ, არ ვიცოდი, მაგრამ 8 მარტიდან მოყოლებული მაჩერებენ და მეუბნებიან, თითქოს ფული ვთხოვე და გამომიგზავნეს. ჩემმა მეგობრებმაც მითხრეს ამის შესახებ. გადავამოწმე და ვთხოვე ჩემს მეგობრებს გასაჩივრება, და ასე დაიხურა ერთ-ერთი ყალბი ექაუნთი ფეისბუქზე, მაგრამ ოდნოკლასნიკში პროფილები იშლება და ხელახლა იქმნება“.

ანი და დედამისი ამბობენ, რომ პოლიციას უკვე დაუკავშირდნენ. თუმცა, იქ მათ უთხრეს, რომ ვერანაირად ვერ დაეხმარებოდნენ, რადგან ანგარიში და ბარათი, სადაც თაღლითები მოქალაქეებს ფულს არიცხინებენ, რუსეთში “სბერბანკშია” გახსნილი.

ანას გარკვეული ეჭვები აქვს, თუ ვინ შეიძლება იყოს თაღლითი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ არის. ის ყველას მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ინტერნეტ თაღლითების მანიპულაციებს.

„ერთი რამ უბრალოდ გასაკვირია, რატომ არ ინტერესდებიან ადამიანები, ვის ურიცხავენ ფულს? შეუძლებელია ასე სწრაფად უცნობ პირს ფული გაუგზავნო და თუ ადამიანი ნაცნობია, დაუკრეკე მაინც და შეამოწმე“, – ამბობს ანი.

მისი თქმით, “სბერბანკის” ბარათი, რომელზეც მისმა მეგობრებმა ფული გაუგზავნეს, რეგისტრირებულია მარუსია ჰაკობიანის სახელზე.

ახალქალაქში სოციალური ქსელების გამოყენებით დანაშაულის უამრავი შემთხვევაა, დაწყებული ყალბი გვერდების შექმნით დამთავრებული შანტაჟით. ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ, ვერ ხვდებიან, რომ საქართველოში კიბერდანაშაული ისევე ისჯება, როგორც სხვა დანაშაულები.

წაიკითხეთ მსგავს თემაზე:
რეალური და ფეიკ პროფილები: როგორ ვებრძოლოთ მათ?