დღეს, 12 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიას საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენაა. შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დისტანციურ რეჟიმში 5 საჯარო სკოლა მუშაობს.
დღეს, 12 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სკოლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. სოფელ მაჯადიას სკოლის ერთ -ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დღეს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ტესტის პასუხები მიიღეს.
სოფელ სულდაში სკოლა გუშინ დაიხურა. ვაჩიანის სკოლა ონლაინ რეჟიმში 8 ოქტომბრიდან მუშაობს, სოფელ აბულის საჯარო სკოლა დისტანციურად მუშაობს 4 ოქტომბრიდან. ასევე, ახალქალაქის N 1 საჯარო სკოლა 8 ოქტომბერს დაიხურა. სკოლებში კარანტინი უკვე 12 დღეა გამოცხადდა.