ჯავახეთის ქუჩა და დარბინიანის ქუჩის მონაკვეთი, რომელიც სახელმწიფო მაგისტრალის ნაწილია, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა, ქუჩების რეაბილიტირებულ ნაწილებზე საკანალიზაციო ჭაბურღილები დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო და ახლა ღიად რჩება კიდევ ორი.

ამჟამად ჯავახეთის ქუჩაზე ასფალტის სამუშაოები გრძელდება, ხოლო დარბინიანის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია, ერთი ლუქი ღიაა დარბინიანისა და მიასნიკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე და ერთი ლუქი ჯავახეთის ქუჩაზე. მოსახლეობა ღელავს, რომ თუ ბავშვი ან ზრდასრული შემთხვევით ამ ლუქებში ჩავარდება, მისი გადარჩენა ძალიან რთული ან შეუძლებელი იქნება. დარბინიანის ქუჩაზე ჯერ კიდევ არის გამაფრთხილებელი ნიშნები, ჯავახეთის ქუჩაზე კი არანაირი ნიშნები და შემოღობვა არ არის.

Дизайн без названия - 1
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრში განმარტეს, არ იციან, რა მოუვიდათ ძველ ლუქებს, შესაძლოა გზის რეაბილიტაციის დროს გატყდა ან მოიპარეს. თუმცა, დირექტორის გიორგი ვახტანგიშვილის თქმით, სერვის ცენტრი მხოლოდ დარბინიანის ქუჩაზეა პასუხისმგებელი.

„დარბინიანის ქუჩაზე უკვე გამოვცვალეთ 7 ლუქი, დარჩენილია მხოლოდ ერთი, ველოდებით შესაბამისი ზომის ლუქებს, რომელიც დღეს ან ხვალ იქნება. იქ რომ არ ჩავარდეს ვინმე, ჩვენ ლითონის ფირფიტა დავდეთ, თუმცა მოიპარეს. რაც შეეხება ჯავახეთის ქუჩის საკანალიზაციო ლუქებს, ეს ლუქები უნდა დაამონტაჟოს იმ კომპანიამ, რომელმაც წყალმომარაგება შეცვალა და საკანალიზაციო სისტემა გაიყვანა, ეს უნდა გააკეთონ საგარანტიო ვადაში. ამ საკითხზე უკვე ვესაუბრეთ“,- ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი.

Дизайн без названия - 1

კომპანია “მშენებლობიდან”, რომელიც ჯავახეთის ქუჩაზე წყალმომარაგებასა და კანალიზაციას ახოეციელებს, შეგვატყობინეს, რომ ამ ქუჩაზე ლუქები არაერთხელ შეცვალეს, თუმცა გზის რეაბილიტაციის შემსრულებელი კომპანიის ბრალით ისინი გატეხილია. “მშენებლობაში” არ აპირებენ მოძრაობასთვის სახიფათო ჯავახეთის ღია ლუქების დახურვას.

ასფალტირება განახორციელა კომპანია “ჯავახავტო გზამ”. ამ კომპანიიდან გვაცნობეს, რომ სამშენებლო სამუშაოების შედეგად ლუწებიდ საფარი არ დაზიანებულა, და არ არიან ვალდებული ლუქები დახურონ.

შედეგად, ლუქების საკითხი და თავად ლუქები ღია რჩება. მოსახლეობა და მძღოლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ მოხვდნენ ორმოში, სანამ პასუხისმგებელი პირები გაერკვევიან, ვინ უნდა დახუროს ლუქი.