2019 წელს ახალქალაქში პროექტის «ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით» განხორციელება დაიწყო. ფონდმა ტასო, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ადგილობრივ პარნიორებთან თანამშრომლობით პროგრამის ფარგლებში 28 პროექტი დააფინანა დაახლოებით 25 000 ლარით, მხოლოდ ახალქალაქში.

პროგრამა სოფელ ვაჩიანსა და კარტიკამში მუშაობს, ორგანიზაციის წარმომადგენელი ამ ორ სოფელში ლიოლია რაისიანია. თავიდან ძალიან რთული იყო მუშაობა, რადგან ქალები არ იჩენდნენ საკმარის აქტიურობას და ნდობას პროგრამის მიმართ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

პირველი ქალი იყო სირუშ ბალასანიანი სოფელ ვაჩიანიდან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა პროგრამაში,დაწერა ბიზნეს იდეა და მოიგო გრანტი.ის კონდიტერია და პროგრამა სხვადასხვა აქსესუარების შეძენაში, დაემარა რამაც ხელი შეუწყო მისი ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებას. თუმცა მანამდე ქალთა თვითდახმარების ჯგუფის წევრი იყო და მთელი რიგი ტრენინგების გაიარა.

„პროგრამაში ჩემი ოჯახის რჩევით მივიღე მონაწილეობა. ნაცნობმა გამაწევრიანა. მიაჩნდა, რომ ეს როგორც მე, ასევე ჩემს ბიზნესსაც დაეხმარებოდა. პირველი ვიყავი, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკიც იყო, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რადგან, რომც არ მომეგო, დასაკარგი არაფერი მქონდა. ამიტომ ვცადე და ჩემდა სასიხარულოდ, გრანტი ავიღე. ყველას მოვუწოდებ, მონაწილეობა ასეთ პროგრამებში უყოყმანოდ და შიშის გარეშე მიიღონ.”

სირუშის წარმატება სხვა ქალებისთვის მამოძრავებელი ძალა გახდა.

lyolya

როგორც სათემო მუშაკი ახალქალაქში, ლიოლია რაისიანი ამბობს,  მონაწილეთა რაოდენობა თავდაპირველად ცოტა იყო (4-7), შემდეგ კი ნელ-ნელა გაიზარდა,ქალთა თვითდახმარების ჯგუფში ამჟამად ერთიანდება სოფელ ვაჩიანში 32-ია,ხოლო კარტიკამში – 28 ქალი. მათ შორის არიან, როგორც ახალგაზრდა გოგონები, ასევე ხანდაზმული ქალები. პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრები მონაწილეებთან, ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა ქალთა უფლებები,თანაბარი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობ,პროექტის წერა,ბიზნეს იდეის წერა,გენდერული ბიუჯეტირება და ა.შ.

„პროგრამა რეგიონულია, საქრთველოს სამი რეგიონის გარდა ხორციელდება სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. სამი ქვეყნის წარმომადგნელებს შორის გამართული პერიოდული შეხვედრები, რომლებზეც ქალები თავიანთ გამოცდილებასა და მიღწევებს უზიარებდნენ სხვებს. ყვებოდნენ თავიანთ ბიზნესზე და მოტივაციას უზრდიდნენ დანარჩენებს. ბევრისთვის ეს საინტერესო შესაძლებლობა გახდა, მათ შორის ვინც ფიქრობდა რომ ამას ვერ შეძლებდა ან სკეპტიკურად იყო განწყობილი.”

პროგრამის მიმდინარე შეხვედრების პარალელურად ქალბატონებმა სხვა ტრენინგებში მონაწილეობის სურვილი და ინტერესიც გამოთქვეს. მათ ისწავლეს ბიზნესის წერა და მართვას, როელიც ფინანსთა სამინისტროს აკადემიამიასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. შეხვედრების ორგანიზებას ახალქალაქში ადგილზე ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაეხმარა.

გარდა საგანმანათლებლო ტრენინგებისა, პროგრამაში მონაწილე ქალები სოციალური და სამეგობრო წრე გააფართივეს, დაგეგეს კულტურული ღონისძიებები და მრავალ ექსკურსიაზე იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ აქტიურ ქალებთან შესახვედრათ.

xumb

ეპიდემიის მიუხედავად პროგრამა ერთი დღითაც არ გაჩერებულა.

„ამ პერიოდში ფონდები მაქსიმალურად სწორად მუშაობდნენ მონაწილეებთან, რითაც შევძელით ეპიდემიის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება“, – დასძენს ლიოლია.

რაც შეეხება ენობრივ ბარიერებს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე ყოველთვის იყო თარჯიმანი, პარალელურად გაიხსნა ქართული ენის სწავლების ჯგუფი, რათა მონაწილეებს შეძლებოდათ სახელმწიფო ენის შესწავლა და პროგრამაში მონაწილეობა, მაგალითად გრანტების მისაღებად განაცხადის პირდაპირ ქართულ ენაზე შევსება. ეს არ იყო იოლი, რადგან თითოეულ აპლიკაციას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდებოდა შედგენასა და თარგმნასთან დაკავშირებისთვის.

გრანტები გამოიყო ეკონომიკური და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. სოფელ კარტიკამსა და ვაჩიანში სულ 11 სასწავლო გრანტი დაფინანსდა.

ერთ-ერთი მათგანია ელმირა გინოიანი (ოჰანჯანიანი), რომელმაც ჟესტების ენის შესწავლა ამჯობინა, რისთვისაც სტიპენდია მიიღო.

„ჩემს მშობლებს სმენისა და მეტყველების პრობლემა აქვთ. მქონდა კომპლექსი, რომ ვიცოდი ჟესტების ენა, მაგრამ, როცა შესაძლებლობა გაჩნდა, ჩემი მეუღლის რჩევით მივმართე, გავიარე ტრენინგი და მივიღე დაფინანსება ჟესტების ენის შესასწავლად. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ჩვენს რაიონში ჯერ კიდევ არიან ასეთი შშმ პირები და, თუ იქნება შესაძლებლობა და ფინანსური მხარდაჭერა, მინდა გავხსნა წრე და ვიმუშაო ასეთ ადამიანებთან“.

ახალქალაქის სათემო მუშაკი აღნიშნავს:

„თუკი თავიდან იყო პასიურობა, მოგებული გრანტებისა და წარმატების შემდეგ, ბევრს გაუჩნდა რწმენა და სურვილი, მონაწილეობა მიეღო ასეთ პროგრამებში. თუ თავიდან მე პირადად მომიწია ქალების ძებნა, ახლა ბევრი მირეკავს და ინტერესდება”.

ახალქალაქში მთლიანობაში წარმოდგენილი 32 პროექტიდან 28 დაფინანსდა. თითოეულის ბიუჯეტი 400-დან 2500 ლარამდე მერყეობდა. ქალები აქტიურად აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და გეგმავენ სამომავლო განვითარებას.

პროექტი ივნისში დასრულდა, მაგრამ, არც ერთ ჯგუფს არ შეუწყვეტია მუშაობა. ამჟამად პროგრამის გაგრძელების საკითხი განიხილება. ლოლია რაისიანი იმედოვნებს, რომ მომავალში, მუშაობას თუ განაგრძობენ, სხვა სოფლებიც შეუერთდებიან.

პროგრამის გაგრძელების იმედი აქვს სოფელ კარტიკამის მცხოვრებ, ქალბატონ გულნარას, რომელიც სამკერვალო სტუდიის გახსნას გეგმავს, რათა შვილი და ქმარი ადგილზე დასაქმდნენ და სამუშაოდ რუსეთში არ წავიდნენ.
 

ლიდა ალმასიანი