ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე სოფელ ბალხოდან 378 ბავშვის სკოლამდელი დაწესებულების და 8 სკოლის მოსწავლის სოფელ ბუღაშენის სკოლაში ტრანსპორტირებისთვის 108 040 ლარი გამოყო. ტრანსპორტორების თანხა საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 26 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ სექტემბრამდე საბავშვო ბაღებში 357 ბავშვის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია ბავშვები სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოს, ამიტომ იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღები არ არის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ბავშვების სხვა სოფლების ან ქალაქის საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირება ხორციელდება. ხოლო სკოლის მოსწავლეების სოფელ ბალხოდან ბუღაშენში გადაყვანას აფინანსებს ადგილობრივი ბიუჯეტი, რადგან სახელმწიფო სტანდარტებიდან გამომდინარე (3 კმ სიშორე) სახელმწიფო მათ ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფს, რაც აუცილებელია.
ტრანსპორტირებისთვის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტი წელიწადში ორჯერ გამოყოფს. წელს იანვრის თვეში 219 774 ლარი იყო გამოყოფილი 357 ბავშვის და 8 სკოლის მოსწავლის ტრანსპორტირებისთვის.
წარმოგიდგენთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებოს სიას, რომლის მოხედვით ბავშვების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირება უნდა ჩატარდეს:
სოფელ იხტილადან ბარალეთში – 22 ბავშვი
მერენიიდან ბარალეთში – 18
ბოზალიდან სულდაში – 7
კორხიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში – 14
მაჯადიიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში– 9
ბავრადან ახალქალაქის №3 და №2 საბავშვო ბაღებში– 20
ხოსპიოდან ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღებში – 11
მურჯახეთიდან, ჩამდურადან სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღში – 19
სოფელ ზაქიდან, ოლავერდიდან სოფელ ბარალეთში– 20
ბუღაშენიდან და თირკნადან სოფელ ბარალეთში– 15
ბეჟანოდან და ალათუმანიდან კოჩიოში – 21
აგანადან და სირქვადან კოჩიოში – 18
დადეშიდან სულდაში – 23
ბუზავეთიდან კულიკამში – 7
ორჯადან №3 საბავშვო ბაღში – 17
კარტიკამიდან ახალქალქის №2 საბავშვო ბაღში – 26
ოკამიდან ვაჩიანში – 15
სოფელ აბულიდან სოფელ კულიკამში – 5
არაგვადან ახალქალქის №3 საბავშვო ბაღში – 21
აზმანადან, ქარცეფიდან, აფნიიდან სოფელ გოგაშენში – 10
გოდოლარიდან სოფელ აზავრეთში – 10
ბურნაშეთიდან, ლომატურცხიდან სოფელ აზავრეთში – 10
სოფელ კიროვაკანიდან კუმურდოს საბავშვო ბაღში -15
სოფელ ხორენიადან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში -13
სოფელ ბალხოდან სოფელ ბარალეთსი საბავშვო ბაღში -12
ასევე 8 სკოლის მოსწავლე სოფელ ბალხოდან სოფელ ბუღაშენის სკოლაში.