თვენახევრის წინ ახალქალაქის აუზის დირექციამ Jnews-ს აცნობა, რომ ერთ თვეში მისი გახსნა იგეგმება. თუმცა, გამოცხადებული პერიოდის ბოლოსთვის აუზზე კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა – შენობაში ელექტროენერგიის რყევების გამო მოკლე ჩართვა მოხდა.
დირექციის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის პრობლემები მოგვარებულია, პატარა აუზი უკვე შევსებულია და დიდის შევსებას დრო სჭირდება. დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის თქმით, ბასეინი მუშაობას 10 დღის ვადაში დაიწყებს.
ახალქალაქის აუზი 2018 წლიდან პერიოდულად ფუნქციონირებს. აუზის ექსპლუატაციის დასასრული კორონავირუსმა გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ აუზი ზამთარში არ მუშაობდა, ძლიერმა ყინვებმა კომუნიკაციები, ტექნიკა და რემონტი მწყობრიდან გამოიყვანა.
გასული წლის ივნისში, ეპიდემიისას ხანგრძლივი დახურვის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიწყო საცურაო აუზების გახსნა. ფუნქციონირება ყველა საჭირო სიფრთხილის ზომების დაცვით შეეძლებათ. ახალქალაქის აუზიც ემზადებოდა გახსნისთვის, მაგრამ დღემდე დაკეტილია.
ამ მუნიციპალური დაწესებულების შემოსავალი 2019 წელს 10 000 ლარი იყო, ხოლო დანახარჯი ათჯერ მეტი. 2020 წელს აუზის ექსპლუატაციისთვის 177 000 ლარი გამოიყო, 2021 წელს ეს თანხა 93 000 ლარით შემცირდა. უმეტეს დროს, აუზი პრაქტიკულად არ მუშაობდა.
ახალქალაქის საცურაო აუზი მუშაობას ერთ თვეში განაახლებს.