დღეს, 18 სექტემბერს, ახალქალაქში მუნიციპალიტეტის ინიციატივით შაბათობა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
ინიციატივის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის სკვერები, ეზოები და ქალაქ ახალქალაქის ქუჩები.
ქალაქში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ყრია ქაღალდის ნარჩენები, პოლიეთილენის პარკები, რომლებსაც ქარი ჰაერში ფანტავს, ცარიელი ბოთლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები სპონტანურ ნაგავსაყრელებს ქმნიან.
დღესდღეობით, გარემოს დაბინძურება ახალქალაქის რაიონში ერთ-ერთი მტკივნეული და თვალშისაცემი პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ახალქალაქის მერიამ შაბათობა მოაწყო.