ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტში 1 511 031 ლარის ოდენობის ცვლილებებს განიხილავს. ამ თანხიდან 1 500 000 არის სპეციალური გადარიცხვა, 907 ლარი გადასული ნაშთი და 10 124 ლარი ტენდერებიდან დანაზოგი. მერიამ ცვლილებების რაოდენობა სხვადასხვა მიმართულებით გადაანაწილა: ინფრასტრუქტურული სამუშაოების, სოციალური დახმარების გაზრდისა და სხვა მიზნებისთვის.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, ჯამური თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:
. 320 000 ლარი მერიის შენობის რეაბილიტაციისთვის;
. 100 000 ლარი ქალაქის ქუჩებისა და სოფლის გზების თოვლისგან გასაწმენდათ;
. სულდა-მიასნიკიან-ერინჯა-დავნია-ხავეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისთვის 667 031 ლარი. მსოფლიო ბანკი განაგრძობს ახალქალაქში სოფლის გზებზე ბეტონის საფარით დაგების დაფინანსებას. გზის 2 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა. პროექტის გასაგრძელებლად მსოფლიო ბანკმა 4 446 870 ლარი გამოყო, თანხის 15% ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებულია.
. განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლების, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მომსახურებისთვის 60 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 20 000 ლარი სხვადასხვა ფესტივალებისთვის, 40 000 ლარი სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის დაიხარჯება.
. სარეზერვო ფონდი 50 000 ლარით გაიზარდა;
. 80 000 ლარი ნაგვის 2 მანქანის შესაძენად;
. 4000 ლარი ჭადრაკის სკოლის გათბობის ხარჯების დასაფარად;
. 20 000 ლარი სოფელ გოგაშენის საბავშვო ბაღისთვის ავეჯის და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 2021 წელს აშენდა, მაგრამ ჯერ არ გახსნილა;
. 200 000 ლარი სოციალურ პაკეტში ცვლილებებისთვის.
1. ამ თანხიდან 110 000 ლარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება იგეგმება.
2. გადაუდებელი დახმარების, ოპერაციებისა და მკურნალობისთვის 50 000 ლარი.
3. 20 000 ლარიანი დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს.
4. მედიკამენტების შესაძენად 20 000 ლარის ფინანსური დახმარება
10 000 ლარის გამოყოფა იგეგმება მუნიციპალიტეტის თანამშრომლის ოჯახისთვის, რომელიც სამსახურში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.