ახალქალაქში მუსიკალური საღამო, რომელიც 25 სექტემბერს იყო დანიშნულო, განსაზღვრული დროით გადაიდო. ამის შესახებ Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ “ღამის შოუს” ჯგუფის გამოსვლა 9 სექტემბერს, ქალაქ ახალქალაქის დღეს, იყო დანიშნული, თუმცა გურიაში დაღუპულთა ტრაურის გამო იყო გადატანილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქში კონცერტი 25 სექტემბერს გაიმართება. თუმცა მთიან ღარაბაღში აზერბაიჯანის აგრესიის მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებით, კონცერტის ჩატარების სიახლე ახალქალაქის ახალგაზრდობამ სკეპტიკურად აღიქვა. სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს შორის კონცერტის გაუქმების ან გადატანის მოწოდების მოძრაობა დაიწყო.