25 წლის გაიანე პეტროსიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთიდან, ასწავლის თბილისის 103-ე სახელმწიფო სკოლის სომხურ ფილიალში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩვენმა გმირმა დედაქალაქში დარჩენა გადაწყვიტა.
„ჩემი პროფესია დიდი ხნის წინ განისაზღვრა, სკოლის წლებიდან ჩემთვის ყველაზე სულიერი პროფესია პედაგოგიკაა, რადგან ის, რომ მომავალში მასწავლებელი უნდა გავხდე, ბავშვობიდან აღიბეჭდა ჩემში. ერთ-ერთი მთავარი მოტივი ისაა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს აქვთ ეს პროფესია: ბებიაჩემი, დედაჩემი, დეიდაჩემი დედის მხრიდან, მამიდაჩემის მხრიდან, ჩემი და“, – ამბობს გაიანე პეტროსიანი.
გაიანემ უნივერსიტეტი 2020 წელს დაამთავრა, იმავე წელს №103 საჯარო სკოლის სომხურ განყოფილებაში მასწავლებლის საჭიროება იქნება. გაიანე ამ განცხადების ნახვის შემდეგ მაშინვე წერს განცხადებას.
ადრე, საზოგადოებრივი ტელევიზიის სომხურ განყოფილებაში მუშაობისას, გაიანემ ამ სკოლაში შესვლა კიდევ ერთი სიუჟეტის გადასაღებად მოახერხა და ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ ის ამ სკოლაში სულ სხვა მიზნით და სახელწოდებით ბრუნდება.
„მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე, ძალიან მიყვარდა ეს პროფესია, შთაგონებული ვიყავი და მომავალში ყოველთვის ჩემს თავს მასწავლებლად წარმოვიდგენდი, დაწყებითი კლასების მასწავლებელად. ძალიან მიყვარს ბავშვები, მიყვარს მათი სუფთა და გულწრფელი სული. ბავშვების გარემოცვაში ყოფნის, მათი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ტკბობის ის სასიამოვნო მომენტი, რაც ძალას მანიჭებს დიდი სიყვარულით და ერთგულებით მუშაობას, კიდევ უფრო შთამაგონებელია“, – ხაზს უსვამს გაიანე.
გაიანეს თბილისში დარჩენა სურს, რომ ისარგებლოს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებით, იმუშაოს დიდ ქალაქში, სადაც სამუშაოს მაძიებლები და კონკურენცია მაღალია.
„დიდ ქალაქში არის ჩვენი მიზნების რეალიზაციის დიდი შესაძლებლობები, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ დავრჩი. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა მიმართულებით და არც პროფესიის შეცვლის ან სხვა მიმართულებით მუშაობის სურვილი მაქვს. პედაგოგიკა -ჩემი სტიქიაა და ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო მშობლიური ენა, ბუნებრივია, ჩვენი მშობლიური ენა გულთან ახლოსაა და მომავალში ძალიან მინდა ვასწავლო სომხური ენა და ლიტერატურა. სხვათა შორის, წელს ასევე ჩავაბარე საგნის გამოცდა და დადებითი პასუხი მივიღე“, – აღნიშნავს გაიანე.
ჩვენი გმირი ასევე ძალიან დაინტერესებულია სომხური კულტურით, ყოველთვის აინტერესებდა ხელოვნება, ძალიან უნდოდა უმაღლესი განათლების მიღება სომხეთში, მაგრამ გარემოებების გამო სწავლა საქართველოში განაგრძო.
„თბილისში სწავლას აქვს თავისი უპირატესობები და, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე, რაც აქ გადმოსვლის საწყის პერიოდში დამხვდა, დავრკოლებებმა ვერ გამაჩერა, ვიბრძოდი ჩემი მიზნების მისაღწევად, სანამ კარგ შედეგს არ მივაღწიე. და მადლობა ღმერთს, მივაღწიე”.
სამსახურის გარეთ გაიანე სომხური ცეკვის გაკვეთილებს ესწრება.
„უაღრესად სასიამოვნოა სომხური ცეკვის ვარჯიში, იქ ვისვენებ, ურთიერთობა მაქვს სასიამოვნო ადამიანებთან, ვასწავლი ჩვენს სომხურ ენას, რომელიც სულიერად ასე ახლოსაა ჩემთან. გარდა ამისა, მიყვარს მოგზაურობა, კულტურული და ისტორიული ადგილების მონახულება, ლამაზი ბუნებით ტკბობა და ამ სიჩუმეში დასვენება“.
გაიანე დღის უმეტეს ნაწილს ბავშვებთან ერთად ატარებს, ასევე სკოლის მეცადონეობების შემდეგ კლასგარეშე აქტივობებს ატარებს.
ჟანნა ჩოგანდარიანი