2020 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, ახალქალაქის მერიასთან არსებულმა სოციალური მომსახურების სამსახურმა ბიუჯეტიდან დაახლოებით 344 581 ლარი დახარჯა. საერთო ჯამში მომსახურების პროგრამით 792 ბენეფიციარმა ისარგებლა.
ახალქალაქში 2020 წლის იანვრიდან 1 აგვისტომდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროგრამით 408 ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 131 770 ლარი დაიხარჯა.
სწავლის დაფინანსების პროგრამით ისარგებლა 14 სტუდენტმა, ბიუჯეტიდან დაიხარჯა 12 000 ლარი.
ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა 167 ადამიანმა, დახარჯული იყო 101 630 ლარი, მედიკამენტების უფასოდ გადაცემის პროგრამით ისარგებლა 22 ადამიანმა, დახარჯულია 8 181 ლარი.
1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, ახალშობილთა ერთჯერადი დახმარებით ისარგებლა 251 ადამიანმა, რაზეც დაიხარჯა 70 500 ლარი.
11 მოქალაქემ ისარგებლა საყოფაცხოვრებო-საცხოვრებელი პირობების კეთილმოწყობის პროგრამით, რაზეც ბიუჯეტიდან დახარჯული იყო დაახლოებით 14 000 ლარი.
ორმა ბენეფიციარმა ისარგებლა ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის პროგრამით, რაზეც 500 ლარი დაიხარჯა. ვეტერანების დახმარების პროგრამიდან დაიხარჯა 6000 ლარი, დახმარებით ისარგებლა 4 ვეტერანმა.
2020 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ახალქალაქის მერიასა და საავადმყოფოს შორის ხელშეკრულება 164 მოქალაქისთვის გაფორმდა.