2023 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრამდე ახალქალაქის საავადმყოფოში 10 ბავშვი დაიბადა.

წლის დასაწყისში დაბადებულმა ბავშვებმა გენდერული ბალანსი შეინარჩუნეს –  ხუთი ბიჭი და ხუთი გოგონა დაიბადა.

გასულ წელს, 1 იანვრიდან 18 იანვრამდე ახალქალაქის საავადმყოფოში 12 ბავშვი დაიბადა. პირველი ბავშვი გოგონა იყო.

2021 წლის პირველ დღეს ახალქალაქის საავადმყოფოში ბიჭი, ხოლო 1-დან 22 იანვრამდე 28 ბავშვი დაიბადა.

2020 წლის 1 იანვარს ახალქალაქში ორი ბავშვი, ბიჭი და გოგონა დაიბადა.