რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლებმა ახლო მდებარე ტყის სარტყელში  სოკოს კრეფისას, მოჭრილი ხეები აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა ამ ხეების მოჭრაზე ნებართვა არავის გაუცია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანთან ახლოს, სოკოს მკრიფავებმა ტყის სარტყელში დაახლოებით 18 მოჭრილი ხე აღმოაჩინეს.  როგორც სოკოს მკრიფავებმა Jnews- ს აცნობეს, ამ მოჭრილი ხეებიდან დაახლოებით სამი ხე გამხმარი იყო, ხოლო დანარჩენი არა.

ახალქალაქის სერვისცენტრში, რომელსაც ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით, გვითხრეს, რომ მათ ამ მონაკვეთში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.  რის შემდეგაც ახალქალაქის მერიის გარემოს დაცვის განყოფილების სამსახურის ხელმძღვანელ რამაზ ხუციშვილს მივმართეთ. მან  Jnews-ს აცნობა, რომ ეს ტერიტორია არ შედის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

შემდეგ Jnews-ი სატყეო ეროვნული სააგენტოს რეგიონალურ სამსახურს დაუკავშირდა, სააგენტოს საკონტაქტო პირმა, ირაკლი ლეტოდიანმა გვაცნობა, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალქალაქის მერიის პასუხისმგებლობაში შედის და მათ არავითარი მოჭრის ნებართვა არ გაუციათ, რადგან ტერიტორია არ შედის მათ პასუხისმგებლობაში.  საბოლოოდ,  დავუკავშირდით ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს.

”ტყის ზოლი აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს სატყეოს.  ამბობენ, რომ ჩვენ გვეკუთვნის, არა?  Შესაძლოა.  არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ტყის ეს სარტყელი გვეკუთვნოდა, მაგრამ ყველა ტყე სატყეოს ეკუთვნის.  რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის აუღია მოჭრის ნებართვა.  ჩვენ გვაქვს გარკვეული ადგილები, რომლებიც მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.  მაგალითად, ამირანის გორაც ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის.  სოფელ არაგვასთან ტყის სარტყელი ასევე არ არის ჩვენი.  თუ მოჭრიან, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება იმის გასარკვევად, თუ ვინ მოჭრა ხეები“, – განმარტა ახალქალაქის მერმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტყეები ჟანგბადის წყაროა, თითოეული მოჭრილი ხით კი, ფილტვების დაავადებების რისკს ზრდის.

ტყეების გაჩეხვა პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა, ტყუილად არ უწოდებენ ხეებს დედამიწის ფილტვებს.  ტყეების გაჩეხვა გავლენას ახდენს ფლორას, ფაუნის სხვადასხვა სახეობებზე,  ნიადაგზე, ატმოსფეროზე, წყლის რეჟიმზე.

 

182119284_135863505223686_1053999730020679123_n