სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღში უკვე ერთი თვეა ქველმოქმედი, ლიოვა მანუკიანის სახსრებით სარემონტო სამუშაოებო მიმდინარეობს. რემონტის შემდეგ საბავშვო ბაღში ახალი სათამაშო მოედნები, სათამაშოები და ავეჯი დამონტაჟდება.

ახლა კედლების მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება.

2

სარემონტო სამუშაოები აგვისტო ბოლოს დაიწყო. დაწყება უფრო ადრე იგეგმებოდა, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო სამუშაოების დაწყება გაჭიანურდა. საბავშვო ბაღის მენეჯერის არწვიკ აპოიანის თქმით, სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, მაგრამ იგვიანებს, რადგან სარემონტო სამუშაოებს სოფლის მოსახლეობა ასრულებს, რომლებიც ახლა მოსავლის მოკრეფით არიან დაკავებულნი.

6

ვაჩიანის საბავშვო ბაღი ყველაფრით აღჭურვილია, ქველმოქმედი ხშირად ჩამოდის, და თუკი რაღაც პრობლემას ამჩნევს, მაშინვე მოაგვარებს.

8

xaxasrah

ამჯერად საბავშვო ბაღში ნესტიანი კედლები შეამჩნია, და შესაბამისად, მთლიანი საბავშვო ბაღის გარემონტება გადაწყვიტა. მან ასევე რუსეთიდან ჩამოიტანა ახალი სათამაშოები: სასრიალოები, საქანელები და ა.შ.

3

საბავშვო ბაღის ერთადერთი პრობლემა კანალიზაციის არარსებობაა, ბაღის გვერდზე ამოთხრილია დიდი ორმო, რომელსაც 3 თვერში ერთხელ ასუფთავებენ, ახლა ამ ორმოსთან ახლოს კიდევ ერთ ორმოს თხრიან, რომ შედარებით დიდი იყოს.

22

საბავშვო ბაღში 70 ბავშვი დადის, სამ ჯგუფად: უფროსების, საშუალო და პატარების. სულ 19 ადამიანი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღი 2011 წელს გაიხსნა სოფლის ქველმოქმედის ლიოვა მანუკიანის სახსრებით. მამის ახლი საბავშვო ბაღად გადააკეთა. რემონტი ბოლოს 2018 წელს ჩატარდა.

ბაღის თანამშრომლები მადლიერნი არიან ქველმოქმედის. ამბობენ, რომ ძალიან ყურადღებიანია, ყველა ღონისძიებაზე ესწრება.