დღეს, 30 აპრილს იწურება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა.

გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია 18:00 საათამდე. ცენტრი ასევე, ონლაინ რეჟიმში მართავს ღია კარის დღეს.

აბიტურიენტები შეძლებენ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ყოველ ოთხშაბათს, ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, 13:00 -დან 16:00 საათამდე მიიღონ.