სიახლე
განათლებაროგორ მოვამზადოთ პირველკლასელი სკოლისთვის ზედმეტი ხარჯების გარეშე
12.09.2023
ნახვები: 198 |
ავტორი:
Rima Garibyan
პირველკლასელის მშობლები ზოგადად ემოციურ მდგომარეობაში არიან ბავშვის ცხოვრებაში მოახლოებული ცვლილების გამო. ხშირად ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს ოჯახის ბიუჯეტზე, რადგან პირველკლასელის სკოლისთვის მოსამზადებელი საყიდლების დროს მშობელი უბრალოდ იკარგება საყიდლებში. Jnews-მა გამოყო რამდენიმე რჩევა მშობლების დასახმარებლად.
როდესაც საკანცელარიო მაღაზიაში ან ბაზრობაზე დგახართ, სადაც ფერადი სასკოლო ნივთები გიზიდავთ თავისი მრავალფეროვნებით, არ იფიქროთ, რომ აუცილებლად გჭირდებათ ყველაფრის ცოტ-ცოტა ყიდვა.
- შეარჩიეთ ბავშვისთვის ჩანთა ისე, რომ ხანდახან მაინც ატაროს ის ზურგზე, ანუ აირჩიეთ არა დიდი ჩანთა დამატებითი ფუნქციებით, არამედ კომფორტული, მსუბუქი და გასაგები ჩანთა. ბოლოს და ბოლოს, საჭიროა, რომ ბავშვმა უბრალოდ მოათავსოს იქ სასკოლო ნივთები და არ დაიბნეს დამატებით მიმაგრებულ ლამაზ, არაფუნქციურ განყოფილებებში.
- ბავშვისთვის ფანქრის ყუთიც ლოგიკით უნდა შეირჩეს მსუბუქი და მარტივი.
- ნუ დახარჯავთ ფულს ყველა სახის საინტერესო ფიგურულ სახაზავზე, ფარგლებზე, რუკებზე ან სხვა საინტერესო ნივთებზე, ისინი შეიძლება საერთოდ არ გამოგადგეთ პირველ კლასში, შემდეგ კი მდგომარეობიდან გამოვა.
- რვეულები და კალმები აირჩიეთ მარტივი. ზოგადად ჯობია მხოლოდ 1-2 რვეული და კალამი გქონდეს, პირველი მასწავლებელი აგიხსნით რომელი რვეული და რამდენი აიღოთ და რომელი კალმებია უკეთესი.
- ფანქრებიც იგივე ლოგიკით აირჩიეთ, რათა მოსახერხებელი იყოს სკოლაში ტარებისთვის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ დიდი ფანქრების 24 ცალიანი ნაკრები, მაგრამ დაგვიჯერეთ, სკოლაში თან წასაღებად ძალიან მოუხერხებელია ასევე პირველკლასელებისთბის 6 ფერიც საკმარისი იქნება. სხვათა შორის, ფლომასტერები ბავშვს დიდი ალბათობით არ დასჭირდება.
- არ იყიდოთ კალამი-კორექტორი – ეს დამატებით ხარჯებთან ერთად ბავშვს არააკურატულად წერას, მშობელი ხომ შეასწორებს.
- სახატავი წიგნები ბავშვს დიდი ალბათობით დასჭირდება, მაგრამ არ არის აუცილებელი აიღოთ ყველაზე დიდი და მძიმე, მართალია პირველ კლასში ხშირად იყენებენ, მაგრამ სჯობს ხშირად გამოუცვალოთ, ვიდრე მძიმე სახატავი გაატანოთ. მითუმეტეს, შესაძლოა, სახატავი რვეულები სხვადასხვა საგანში დასჭირდეს.
- არ არის აუცილებელი სწავლის პირველ დღეს იყიდოთ პლასტილინი, ფერადი ქაღალდი, წებო და ა.შ, რადგან მასწავლებელი გეტყვით, რა უნდა წაიღოთ შვილთან გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, ყველაფერს ერთად არ აკეთებენ. შეგიძლიათ შეიძინოთ საჭიროებისამებრ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი-ტანსაცმელი. ტანსაცმლის მაღაზიაში მისვლისას მთავარია თავად განსაზღვროთ ზუსტად რა გჭირდებათ. იმ ლოგიკით, რომ შვილს სკოლაში აგზავნით და არა ჩვენებებზე. ჯობია იყიდოთ საჭიროებისამებრ და მოხერხებულობის მიხედვით. შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე მსუბუქი ბლუზა ან პერანგი და ბავშვმა შესაძლოა ვერც კი მოასწროს ამ სეზონზე ჩაცმა, რადგან უკვე შემოდგომაა და ამინდი ცივდება. პროცესში უფრო მარტივად გადაწყვეტთ რა სჭირდება ბავშვს და რა არის მოსახერხებელი. სხვათა შორის, თუ ბავშვს აქვს კოლგოტები, წინდები, თეთრეული და ა.შ, მათი ყიდვა შეგიძლიათ მაშინ, როცა ნაკლებობა და საჭიროება გექნებათ, პირველივე ზარზე ყიდვა აუცილებელი არ არის.
რჩევა მშობლის მხრიდან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა.</em