წელს მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ მინდვრებში ხორბლისა და ქერის ნამჯა დარჩა. სოფლის მოსახლეობამ უკვე შეაგროვა ზამთრის მარაგი პირუტყვისთვის. წვიმიანი და სველი ამინდის გამო წელს ბევრი ბალახია, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ნამჯას პირდაპირ მინდორში წვავენ.
თუ შარშან ამ დროს 1 ტუკი ქერის ნამჯა 4 ლარი ღირდა, ხორბლის მანჯა – 3 ლარი, წელს ორივეს ფასი იგივეა – 1,50 ლარი.
1 ტუკი მანჯის შეგროვებისთვის სოფლის მცხოვრებმა ტრაქტორის მძღოლის 0,80 თეთრი უნდა გადაუხადოს, ხოლო ჩატვირთვისას კი – 1 ლარი, ანუ თუ სოფლის მცხოვრებს აქვს 100 ტუკო, მაშინ მტვირთავს უნდა გადაუხადოს 100 ლარი, ასევე საწვავის თანხა 25-30 ლარი.
თუ სოფლელი 100 ტუკს 150 ლარად ყიდის, ტრაქტორის მძღოლს 80 ლარი უნდა გადაუხადოს, მუშას 50 ლარი, იმ შემთხვევაში, თუ ნახევარი თვითონ დატვირთავს, 30 ლარი საწვავის თანხა რომ ჩამვთვალოთ ხარჯების ჯამური ღირებულება 160 ლარი ინქება, ანუ ფერმერი ზარალს განიცდის.
ახლა სოფლის მოსახლეობა მანჯას მინდორში ტოვებს და რადგან გაზაფხულზე კარტოფილის დასათესად მინდორს გასუფთავება სჭირდება, სოფლის მცხოვრები იძულებულია მანჯა მინდორში დაწვას.
გაფრთხილება: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევა ან შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.