მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, როგორც წერს BMG პორტალი, რეფორმა არასწორად მიმდინარეობს. თეონა ზაქარაშვილის აზრით, მიწების დასარეგისტრირებლად წლების განმავლობაში დახარჯული თანხები არამიზნობრივია. “გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი იურისტი აღნიშნავს, რომ მიწის რეფორმის საკითხი არასწორად მიმდინარეობს და ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ მოქალაქეების მხრიდან დანაშაული გვაქვს.

რაც შეეხება მთავრობის გამოსვლას [ამნისტია], მოქალაქეებმა უნდა დააბრუნონ მიწები ან ფული გადაიხადონ მასში. თეონა ზაქარაშვილის აზრით ეს პრობლემური იქნება, _ “ შეფასება მას შემდეგ შეგვეძლება, რაც კანონპროექტი დარეგისტრირდება და ვნახავთ, რას გვთავაზობენ”, – აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.

ამ თემასთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მთავრობის სხდომაზე და განაცხადა, რომ ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს ან ბიუჯეტში მის საფასურს სრულად დაფარავს. გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ბევრმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. ამის გამო კი პროკურატურაში დღეს ათეულობით საქმე დევს. ამნისტია 2 მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე ცხადდება _ ერთია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც თაღლითობას ეხება, მეორე კი 362-ე მუხლია, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის დამზადება – გამოყენებას.

BMG-ის ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააგენტოს 25 აგვისტოს მონაცემებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 450 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთია აზომილი, აქედან  370 000 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებაა მინიჭებული.