ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტოფილის მოსავლის აღებისთანავე, ფერმერები, ამინდის გაუარესების შიშით, კარტოფილის მოსავლის აღებას ჩქარობენ, მაგრამ მუშებს ვერ პოულობენ. მაღალი მოთხოვნის გამო, მუშებმა წლეულს მათი მომსახურების საფასური გაზარდეს, მკრეფავები დღეში 45 -დან 75 ლარამდე თანხას ითხოვენ.
უამინდობის გამო, კარტოფილის კრეფა მუნიციპალიტეტში წლეულს გვიან დაიწყო. ახლა ფერმერები ჩქარობენ მოსავლის აღებას ამინდის გაუარესებამდე, მაგრამ ხალხი არ არის საკმარისი, ისინი ვერ პოულობენ მკრეფავებს. კარტოფილის მკრეფავის მომსახურება 20-30 ლარიდან 60-65 ლარამდე გაიზარდა. ზოგიერთი ფერმერი 70 ლარსაც კი სთავაზობს, მაგრამ ხალხს ვერ პოულობს. მტვირთავების მომსახურება 5-10 ლარით უფრო ძვირია. მათ ნაკლებად ქირაობენ, ვიდრე მკრეფავებს.
ფერმერები მკრეფავების სიმცირეს იმით ხსნიან, რომ ხალხმა ჯერ ვერ მოასწრო საკუთარი მოსავლის აღება.
”არ იყო კარგი ამინდი. ადამიანები ყოველთვის კრეფდნენ თავიანთ მოსავალს დასაწყისში, შემდეგ მიდიოდნენ სხვებთან სამუშაოდ. ახლა კი, ყველა თავის კარტოფილს კრეფს, ამიტომ ხალხი არ არის და მკრეფავებმა ფასი გაზარდეს. ყოველ წელს, სექტემბერში, იწყებდნენ მოსავლის აღებას, წლეულს არა “, – ამბობს ფერმერი მახარე მაცუკატოვი.
ფერმერები ერთმანეთს მუშებს “პარავენ” იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე ისინი იღებენ. კარტოფილის ასაკრებად ახალქალაქში, ყოველწლიურად სხვა რეგიონებიდან ჩადიან ჯგუფები.
ბევრის გადაწყვეტილებაზე Covid სიტუაციამაც იქონია გავლენა. ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ კორონავირუსით დაინფიცირების, სჯერათ, რომ მათთვის უკეთესია სახლში დარჩენა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მკრეფავთა ერთ ჯგუფში კორონავირუსით ბევრი დაინფიცირდა.
ასპინძელი კაცი, რომელმაც არ ისურვა თავისი სახელის დასახელება, ყოველწლიურად მოსავლის აღების დროს აგროვებს 15-კაციან ბრიგადს და მიჰყავს ახალქალაქში. მას ჰყავს ნაცნობი ფერმერები, რომლებიც უკვე ჩაეწერნენ რიგში. წლეულს ის 130 ლარს ითხოვს ტრანსპორტირებისთვის, ხოლო მუშები 65 ლარს.
ჩამდურიდან ფერმერი ამბობს, რომ ვერ პოულობს მკრეფავებს და ის და მისი ნათესავი შეთანხმდნენ ერთმანეთს დაეხმარონ.
”ჩემი ახლობლები მეხმარებიან, ჩვენ ზოგიერთ მათგანს მოგვიანებით დავეხმარებით. მაგალითად, 100 ლარიც რომ გადამიხადონ, მე არ წავალ სხვასთან, ჩემს მოსავალს არ დავტოვებ“, – ამბობს კუმურდოს მკვიდრი.
ჩამდურიდან ფერმერი, ალქესი მანუკიანი ამბობს, რომ წლეულს მოსავლის აღების მომსახურება მართლაც გაძვირდა, მაგრამ კარტოფილის ფასიც მაღალია.
„45 ლარს ვიხდიდი. ჩემი მუდმივი მუშები კრეფენ. მაგრამ, რადგან ფასი გაიზარდა, ის მაინც მომგებიანია ჩემთვის”, – ამბობს ალექს მანუკიანი.