დღეს, 9 სექტემბერს, ახალქალქის მუნიცოპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში ძროხის ლეში იპოვეს. მოსახლეობის წინასწარი ვერსიებით საქონელს დათვი დაესხა თავს.
სოფელ პატარა სამსარის ერთ-ერთი მცხოვრების ძროხა გუშინ საღამოს დაიკარგა, მეპატრონე მთელი ღამე ეძებდა და დილით სოფელთან ახლოს, მხეცის მიერ ნატანჯი და მოკლული საქონელი არხში იპოვა. სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ეს დათვმა გააკეთა, რადგან ბოლო დროს, მოსახლეობა სოფელთან ახლოს ხშირად ნახულობდა დათვს.