ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში მდებარე წმინდა გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიის რეკონსტრუქცია გრძელდება. მშენებლები იმედოვნებენ, რომ სამუშაოს ერთ თვეში დაასრულებენ.
მშენებლების თქმით, რომელთაგან ერთი სოფელ ხორენიადანა, 4 კი ადიგენის მუნიციპალიტეტიდანაა, რეკონსტრუქცია უპრობლემოდ გრძელდება. თავდაპირველად, მათი თქმით, ხელოსნების პოვნა გაუჭირდათ, მაგრამ ახლა სამუშაოები მიმდინარეობს და მშენებლები იმედოვნებენ, რომ სამუშაოს ერთ თვეში დაასრულებენ.
ამ დროისთვის მშენებლები იმ ძველი ქვებით მუშაობენ, რომლებიც ეკლესიის ნანგრევებიდან დარჩა.
წმ. სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიის რეკონსტრუქცია იმავე სოფლის ქველმოქმედის, რუბენ ბანდიკიანის მხარდაჭერით ხორციელდება. თავიდან მათ განზრახული ჰქონდათ სოფლის ძველი სკოლის გვერდით გაერემონტებინათ ძველი ეკლესია, მაგრამ ეკლესიის შეკეთებისას სირთულეები წარმოიშვა. გადაწყვიტეს ძველი სკოლის ტერიტორია შეეძინათ და ახალი ეკლესია აეშენებინათ, მაგრამ სახელმწიფომ ეს ტერიტორია არ გაყიდა. საბოლოოდ სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიის აღდგენა გადაწყვიტეს. ეკლესიის რეკონსტრუქცია ეტაპობრივად მიმდინარეობს. თავდაპირველად ეკლესიის საძირკველი გააძლიერეს, შემდეგ კედლები შეაკეთეს, ბოლოს კი სახურავი. რეკონსტრუქციის შემდეგ ეკლესიას პირვანდელი სახე ექნება.
მოსახლეობის თქმით, გომანის, წმ. სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხური ეკლესია 1800-იანი წლების ბოლოს აშენდა და კაპიტალური რემონტი არასდროს ჩატარებულა. წლების განმავლობაში ყურადღების არარსებობის გამო, შენობამ ნგრევა დაიწყო.