როგორც უკვე ცნობილია, მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიღება დაიწყო, მასში ჩართვისთვის აუცილებელია მოცემული უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შიდა გამოცდის ჩაბარება. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა ის, რომ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებს.

სამცხე-ჯავახეთის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, ერთ კვირაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქში მდებარე მესამე კორპუსში დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.

„უახლოეს დღეებში იწყება განაცხადების მიღება, თუ იქნება 10-15 მსურველი იქნება ახალქალაქში ჯგუფი გაიხსნება, ვფიქრობ, წელს გვეყოლება მსურველები და შევძლებთ 60 კრედიტიანი პროგრამის ჩატარება ადგილზე“, – ამბობს მაკა ბერიძე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ უნივერსიტეტებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
სამცხე-ჯავახკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
გორის სახელმწიფო საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თებელ აბუსერისძის სახელობის საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ევროპის უნივერსიტეტი
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
თბილისის თავისუფალი აკადემია
საქართველოს ბრიტანეთის უნივერსიტეტი

რა შემთხვევაში შეძლებენ ახალქალაქის პედაგოგები 60 კრედიტიანი პროგრამით სარგებლობას?