თითქმის ყველასთვის ცნობილი 60 კრედიტიანი პროგრამა მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას ერთ წელიწადში 60 კრედიტის დაგროვებით მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის წოდება. ბევრს აინტერესებს შესაძლებელია თუ არა ამ პროგრამის გამოყენება ახალქალაქშიც.
ამ საკითხის გასარკვევად Jnews-ი ესაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორს მაკა ბერიძეს, რომელმაც შემდეგი პასუხი მოგვცა:
«ახალქალაქშიც მოქმედებს 60-კრედიტიანი პროგრამა, პირველი, სტუდენტებისთვის მოქმედებს, როგორც ძირითადი პროგრამა და სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ და დასრულების შემდეგ ქართული ლინგვისტის კვალიფიკაცია მიიღონ და უფროსი მასწავლებლის სახით სკოლებში ასწავლონ. მეორე, რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადების პროგრამას, და არა სტუდენტების, თუ ფორმირებული იქნება ჯგუფი, ახალქალაქში პროგრამა იმ შემთხვევაში იქნება რეალიზებული, თუ ჯგუფში 10-15 მასწავლებელი იქნება».
ქვემოთ ჩამოთვლილია ამ პროგრამასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები.
– რა არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსი ითვალისწინებს დარგობრივ მახასიათებლით განსაზღვრულმოთხოვნებს. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადიკანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.
– რა უფლებას ანიჭებს პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლობის უფლება. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლებისმოსაპოვებლად, ვალდებულნი არიან წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლოპროგრამა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, პირი რომელმაც დაამთავრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, არის უფროსი მასწავლებელი.
– ვის აქვს უფლება გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რა შეიძლება იყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:
ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.
– რამდენ კრედიტს მოიცავს და რა ხანგრძლივობით ისწავლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
– მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ რა სახის დოკუმენტს იღებს პროგრამაზე ჩარიცხული პირი?
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.
– რომელი უნივერსიტეტები ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს?