გაიანე ავეტისიანი ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელია. 8 წელია №2 რუსულ სკოლაში მუშაობს და სწავლების პროცესში ახალ, საინტერესო, ინტერაქტიულ მეთოდებს იყენებს.

გაიანეს თქმით, ლინგვისტიკა უნივერსიტეტში დოკუმენტების ჩაბარების ბოლო მომენტში აირჩია.

“ალბათ ყველაფერი ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. დეიდა ინგლისურის მასწავლებელია და გაკვეთილებზეც დავყავდი”, – იხსენებს იგი.

_MG_9802

სწავლის პარალელურად ენის კერძო ცენტრში ასწავლიდა.

„ძალიან მომეწონა, იყო როგორც ეფექტური, ასევე აფექტური სწავლების მეთოდები და  თითოეული ბავშვის თავისებურებებს ითვალისწინებდნენ. მცირეწლოვნები დავალებებს თამაშით ასრულებდნენ. ძალიან გვიყვარდა დღესასწაულების აღნიშვნაც”.

გაიანეს სჯერა, რომ სხვა პროფესიის მიმართ შეგიძლია ცოტა გულგრილი იყო, მაგრამ თუ ასწავლი, მაშინ პროფესიას თავი მთლიანად უნდა მიუძღვნა.

გაიანე გაკვეთილს ყოველთვის შესავლით იწყებს – ეს ან ლექსია, ან სიმღერა, ან მოსწავლეთა ურთიერთობა. მისი მიზანი ენის სწავლებას და ბავშვების დაახლოებაა. ყოველ გაკვეთილზე გაჯეტებს, ინტერნეტს, დინამიკებს, ლეპტოპს ვერ იყენებს, ვერც პროექტორით შედის, მაგრამ დამოუკიდებლად ცდილობს გამოსავლის პოვნას.

„თვეში 3-4-ჯერ მაინც ვაწყობთ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, უფროსებთან უფრო ხშირად, რადგან ხანდახან თამაშს პატარები სერიოზულად არ აღიქვამენ და ამით დისციპლინა ზარალდება. ამის მიზეზი ალბათ მუდმივი აქტივობების ნაკლებობაა“, – განმარტავს გაიანე.

_MG_9798

მისი თქმით, სუსტი მოსწავლეებიც კი ზოგჯერ კარგ შედეგს დებენ, თუ სათანადოდ მოტივირებულნი არიან.

„ბოლო დროს ამინდს ვეხებით, ამიტომ ბავშვებს ვთხოვე გადაეღოთ ვიდეო სახელწოდებით „ამინდის პროგნოზი“. შეფასებას და საუკეთესოს არჩევას ვაპირებდი, მაგრამ ყოველი ვიდეო კარგი გამოდგა და გამორჩევა შეუძლებელი გახდა. სუსტმა მოსწავლეებმაც კი კარგად იმუშავეს“.

გაიანეს ხედვით, მოსაზრება, თითქოს ზოგიერთ ადამიანს ენისადმი მიდრეკილება აქვს, ზოგს კი არა, მცდარი და სტერეოტიპულია.

„ვფიქრობ, ვისაც მათემატიკური აზროვნება აქვს, ენას უკეთესად ითვისებს“.

გაიანე მიიჩნევს, რომ უცხო ენის შესწავლისას, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დროის ნაკლებობაა.

“სასკოლო გეგმით კვირაში 2-3 გაკვეთილი ძალიან ცოტაა. უფროსები მუშაობენ, ოჯახები ჰყავთ და მთელ დროს ამას უთმობენ.”

_MG_9796

პედაგოგიური კარიერის განმავლობაში გაიანემ იმ კოლეგების გამოცდილებით, რომლებიც მის ღია გაკვეთილებზე მოდიან და რჩევებს აძლევენ, ბევრი რამ ისწავლა. იგი თავადაც ესწრება მათ გაკვეთილებს. ბავშვებიც თავად კარნახობენ საჭიროებებს და მასწავლებელი დროთა განმავლობაში მათ ეგუება.

„მაგალითად, ახალი თემის ახსნის შემდეგ ხშირად ვკითხულობთ: „ყველამ გაიგო?“, რა თქმა უნდა, მოსწავლეები პასუხობენ დიახ, და კითხვებს არავინ სვამს. ამიტომ სასიგნალო ბარათებს ვიყენებ: მასალის ახსნისას ბავშვებს აქვთ ბარათები, მწვანე და წითელი; თუ მოსწავლეს რაიმეს ვერ იგებს, ბარათს სწევს და დამატებით ვხსნი. ასე ბავშვებს უხერხულობას ვარიდებ. ამავდროულად, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ბარათის ჩვენებაში ცუდი არაფერია“.

გაიანე ინსტაგრამის გვერდზეც აქტიურია და თავისი მოსწავლეთა აქტივობების ამსახველ ვიდეოებს ხშირად ტვირთავს. მისი მიზანია მშობლებს შვილების პროგრესი უჩვენოს.

_MG_9809