ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსია გამოცხადდა, ასევე სოფელ კოტელიას სკოლაში ოთხი საგნის მასწავლებლის ვაკანსია.

teacherjobs.ge-ს ვებგვერდზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგი ოთხი სოფლის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსია გამოცხადდა.

სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლა
ბარალეთის N1 საჯარო სკოლა
სოფელ გომანის საჯარო სკოლა
სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლა
სოფელ არაგვის საჯარო სკოლა

აღნიშნულ პოზიციებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 7-9 აგვისტო.

სოფელ კოთელიაში თამაზ მელიქიძის სახელობის სკოლას ესაჭიროება შემდეგი სპეციალისტები:

მუსიკის მასწავლებელი I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX კლასებში
მათემატიკის მასწავლებელი VIII, IX, XI, XII კლასებში
ფიზიკის მასწავლებელი VII, VIII, IX, X, XI კლასებში
ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებელი I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასებში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი.