არდადეგების დრო დგება, მაგრამ ბევრი მშობელი ფიქრობს იმაზე, თუ რით უნდა დააკავოს ბავშვი ზაფხულში. Jnews-მა გაარკვია, რომელი კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები რჩება ღია ახალქალაქში და რომელი იკეტება ზაფხულის არდადეგებზე.
ერთ კვირაში სკოლებში არდადეგები დაიწყება, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ერთი ან ორი თვე დაისვენებენ, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ახალქალაქის სამხატვრო სკოლა არდადეგებზე არ გადის და ზაფხულის არდადეგების განმავლობაში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი რჩება. ამჟამად სკოლაში 50 მოსწავლე სწავლობს.
ახალქალაქის მომავლის სახლიც არდადეგებზე არ გადის და მთელი ზაფხული გააგრძელებს მუშაობას. ახალი მოსწავლეების ოფიციალური მიღება სექტემბერში დაიწყება, თუმცა ზაფხულში ზოგიერთ წრეში (ხელსაქმე) მშობლებს შვილებს მიყვანა შეეძლებათ.
ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრი ივლისის შუა რიცხვებიდან საზაფხულო ბანაკს ხსნის და 10 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გადის არდადეგებზე. ბანაკში სიარული ძირითადად ცენტრის მოსწავლეებს შეუძლიათ.
ახალქალაქის მუსიკალურ სკოლაში 28 ივნისიდან იწყება არდადეგები, 15 სექტემბერს კი მეცადინეობებს დაუბრუნდება. 28 ივნისს სკოლაში ფინალურო კონცერტი ჩატარდება.
ახალქალაქის სპორტული სკოლა ივლისის ბოლომდე – აგვისტოს დასაწყისამდე ფუნქციონირებს, თუმცა ახალი მოსწავლეების მიღება მხოლოდ სექტემბერში დაიწყება.