დღეს, 28 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას (მარიამობას) აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ახალქალაქში სასულიერო მსვლელობა ახალქალაქის ციხემდე გაიმართა.
საზეიმო წირვა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ახალქალაქში, 10:00 საათზე ქართული ეკლესიიდან (მონასტრიდან) დაიწყო ახალქალაქის ციხემდე, სადაც კურთხევის ცერემონია გაიმართა.
„ეს ხატი შეიქმნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საპატივსაცემოდ და ეწოდა „საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება“, ხატი გადატანილია მთელ საქართველოში შესანახად და დასაცავად, რათა ყველამ იცოდეს რას ნიშნავს ღვთისმშობლის მიძინება. ღვთისმშობლის ხატი 4 დღე იყო ჩვენს ეპარქიაში, 2 დღე ნინოწმინდაში და 2 დღე ახალქალაქში. ძალიან გვიხარია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გვესტუმრა“, – ამბობს მამა ალექსანდრე.
ცერემონიის შემდეგ, ღვთისმშობლის ხატი წალკაში უნდა გადაეტარებინათ.
ყოველწლიურად, 28 აგვისტოს, ქართველი მართლმადიდებლები, ისევე როგორც სხვა აღმოსავლელი მართლმადიდებლები მთელ მსოფლიოში, აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინებას. ეს არის ერთ-ერთი დიდი დღესასწაული, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობლის “მიძინებას” (გარდაცვალებას) და მის ზეცად ამაღლებას. ეს დღე საქართველოში მარიამობის სახელითაა ცნობილი, რადგან წმინდა მარიას საქართველოში მარიამი ეწოდება. წმინდა მარიამი ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია, რადგან ღვთისმშობელს პატივს სცემენ, როგორც საქართველოს მთავარ მფარველს და შუამავალს. საქართველოში 28 აგვისტოს ეროვნულ დღესასწაულად აღინიშნება. საქართველოს თითქმის ყველა ტაძარში მღვდლები საზეიმო ლიტურგიას აღავლენენ. ამ დღეს ასევე სრულდება 14-დღიანი მარხვა.