წარმოშობით ახალქალაქელმა სპორტსმენმა გორ აივაზიანმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში U-20 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალში 97 კგ წონით კატეგორიაში, 20 წლამდე აბუბაქარ ხასლახანოვთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სპორტსმენმა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია, ჯერ სომხური მოჭიდავე დაამარცხა, მოლდოვის შემდეგ კი ფინალში გავიდა.
ოქროს, ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და მეორე ადგილი გუნდურ ჩათვლაში, ასეთი შედეგით დავრუნდა სამშობლოში საქართველოს ნაკრები ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან U-20 მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც იორდანიაში ტარდებოდა.
რევაზ ლაშხის მოსწავლეებმა 4 მედლის მოპოვება მოახერხეს:
87 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა.
ვერცხლი – გორ აივაზიანი (97 კგ). სპორტსმენმა შარშან 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, წელს 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვერცხლი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლები გადაეცათ აჭარელ მოჭიდავეებს ანრი ფუტკარაძეს (72 კგ) და დათო ჩხაიძეს (82 კგ).