დღეს, 12 იანვარს, სოფელ ორჯაში ფრენბურთში ტურნირი დაიწყო, რომელშიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების გუნდები მონაწილეობენ. შეჯიბრი სონა კარაპეტიანის (ორჯადან) ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

valybol sona

მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლის ახალგაზრდებმა ტურნირი გამართეს. გამარჯვებულები თასებით დაჯილდოვდებიან.

დღევანდელ თამაშში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ სოფელ ორჯას, ვაჩიანის, დიდი სამსარის, ზაქის, დადეშის, კულიკამის, იხტილას, კაჩოს, აგანას, ხანდოს, კოკიას, ბარალეთსა და მერენიას გუნდები. შემდეგ ტურში გავიდნენ სოფლების ვაჩიანის, დიდი სამსარის, დადეშის, ორჯას, ხანდოს და მერენიას გუნდები. ეს არ არის საბოლოო შედეგი, გამარჯვებული გუნდები ფინალში ერთმანეთს ყველა ტურში დაუპირისპირდებიან.

valeybol

ლიდა ალმასიანი