ახალქალაქის “ხას ბახჩა” პარკში დღეს, 14 აგვისტოს, ხეების გამხმარი და პოტენციურად სახიფათო ტოტები მოჭრეს.
დილით ადრე ხას ბახჩას პარკში ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლები პარკის გამხმარი და საშიში ტოტებისაგან გაწმენდაზე მუშაობდნენ. ეს ღონისძიებები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მაშტოცის ქუჩაზე ხე ჩამოვარდა, რომელმაც ამ ქუჩის ერთ-ერთ მცხოვრების მანქანა დააზიანა. შეკითხვაზე, რატომ არ ჩატარდა ეს ზომები ადრე, სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა მხითარ რსტაკიანმა თქვა, რომ მანამდე არ იყო ტექნიკური შესაძლებლობა.
„ეს სამუშაოები დიდი ხნის წინ უნდა ჩატარებულიყო, მანქანაზე პრობლემა გვქონდა, კომპაქტური მანქანა არ გვყავს, ჩვენი ძალიან დიდია, შეიძლება დაზიანდეს ქვაფენილი, სამველ მანუკიანმა გაუკეთა ორგანიზება, რომ ეს მანქანა ჩამოეყვანათ, ნინოწმინდის მერს დაურეკა, იქიდან ჩამოიყვანეს სპეციალური მანქანა. საჭიროა პარკში ყველა დამპალი და გამხმარი ტოტის გაჭრა. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქს, ვნახოთ, ან ტენდერს გამოვაცხადებთ, ან თვითონ დავჭრით“,-თქვა მან.
ბოლო პერიოდში მუნიციპალური ხელისუფლება აქტიურად ჭრის ხეებს მთელი ქალაქის მასშტაბით, მაგრამ ახალი ნერგები ყოველთვის არ იდგამს ფესვებს და ხეების აქტიური დარგვა არ შეინიშნება.
„რაც შეეხება ხეების დარგვას, წელს ბევრი ხე დავრგეთ. ყოველწლიურად ვრგავთ, წელს კი, თუ იქნება შესაძლებელი, ისევ დავრგავთ. ამჟამად ნერგების შესაძენად სახსრები არ გვაქვს, რაც იყო გათვალისწინებული, უკვე ნაყიდია, მაგრამ როცა შესაძლებლობა იქნება, მოსახლეობის წინადადებით ახალი ხეების დარგვას შევძლებთ“, – ამბობს მხითარ რსტაკიანი.