ახალქალაქში, მაშტოცის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა გზის მოპირდაპირე მხრიდან ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა.

19:30-დან 20:00 საათამდე ახალქალაქში ძლიერი ქარი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ქროდა. მაშტოცის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად, ხე წაიქცა და მიწაზე დაეცა, რის შედეგადაც ამ ქუჩის მცხოვრების მანქანა დააზიანა. სტიქიის შედეგად არავინ დაზარალებულა. დაზიანებულია სადენებიც. რა სახის ზიანი მიადგა მანქანას ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.

ქარმა მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც მიაყენა ზიანი, დააზიანა ელექტროსადენები. Jnews-ის ინფორმაციით, მავთულხლართების დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოფელ ოკამს, ვაჩიანსა და კოჩიოს.

ამ დროისთვის Jnews-ს ზემოაღნიშნული ინფორმაცია აქვს, შესაძლოა მეტი ზარალი და მსხვერპლიც იყოს.