დღეს, 15 იანვარს ახალქალაქში მაშტოცის მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს და საახალწლო დეკორაციებს დაშლიან. ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა დღის მეორე ნახევარში გახდება შესაძლებელი.
დღეს, შუადღისას გაიხსნება ჯავახიშვილი-თავისუფლების გზაჯვარედინი და მაშტოცის მოედნისაკენ მიმართული გზა სატრანსპორტო მოძრაობისათვის გათავისუფლდება. ქალაქის ცენტრი საახალწლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით 19 დეკემბრიდან გადაიკეტა.
კომპანია შპს «ჯეოპროფის» თანამშრომლების თქმით, რომლებიც იყბნენ დაკავებული ახალქალაქის საახალწლო მორთულობით, ცენტრალურ გზას 15:00 საათზე გახსნიან.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს მაშტოცის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დადგმა დაიწყეს. ნაძვის ხის ოფიციალური გახსნა 2019 წლის 25 დეკემბერს შედგა.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი მოიგო კომპანია შპს «ჯეოპროფმა» და ტენდერის თანახმად, დეკორაციებსა და ნაძვის ხეს 2020 წლის 15 იანვარს დაშლიან.