ჰორტენზია, პეტუნიები, ვარდები, დელფინიუმები, ზამბახი, შროშანა, პეონი, ჟასმინი, მიხაკი, მარიგოლდი, ლომის ზარი, გვირილა, პანსიები – ამით არ სრულდება ყვავილების ჯიშების მთელი სია, რომლებიც ახალქალაქში მოყვარულ მებაღე გრიგორი ხაჩატრიანის ეზოშია. 20 წელია მებაღეობით არის დაკავებული და ამ ხნის განმავლობაში ნანატრი ყვავილის მისაღებად ყველანაირ თავგადასავალში მოხვდა.
მებაღეობისადმი მისი სიყვარული გაჩნდა ნაცნობის წყალობით, რომლის სახლთანაც ლურჯი დელფინიუმები ნახა. მის ეზოში შევიდა, დაინახა, რომ ისიც მოყვარული იყო და ამიტომ ერთად დაიწყეს მებაღეობა, ერთმანეთს ნერგები, სხვადასხვა ადგილიდან თესლები მოუტანეს, ვის საიდანაც შეეძლო.
„ეზო (ბაღი) არასდროს გვქონია. ეს სახლი 23 წლის წინ ვიყიდე და უკვე 20 წელია „ვიტანჯები“, – იცინის გრიგორი, – ვიტანჯები, იცი რა გაგებით, როცა არ იცი როგორ გააკეთო, რგავ, შემდეგ წელს ფიქრობ სხვა ადგილას გადავიტან უფრო ლამაზი იქნება და ასე ვთამაშობ. მე მქონდა ძალიან ლამაზი ყვითელი ვარდი ისეთი არომატით, იმდენჯერ გავუცვალე ადგილი, რომ საბოლოოდ გაფუჭდა”.
გრიგორი ნერგებს და თესლებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოაქვს – სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ჰოლანდიიდან. ადრე, ჩამოსატანად თვითონ უწევდა წასვლა, მაგრამ ახლა არის მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მებაღის ცხოვრებას. მცენარის სასურველი ჯიშის შოვნაშუ გრიგორს სასოწარკვეთილი ნაბიჯების გადადგმაც კი მოუწია.
“ერთხელ კახეთში სპეციალურად წავედი თეთრი შროშანებისა და იმ თეთრი ვარდისთვის. პატრონმა ნერგი არ მომცა და ღამით ფარულად მივედი, ყუნწი მოვჭერი და წამოვედი”, – ამბობს გრიგორი.
გრიგორუს კოლექციაში სულ 20-მდე ჯიშის ყვავილია. მის ბაღში 30 ვარდია, მათ შორის 16 სხვადასხვა სახეობა.
ყვავილების ბაღის მოვლას დიდი დრო სჭირდება – ყოველდღე, დილით ადრე და საღამოს, გრიგორი ბაღში მუშაობს. მთელი წლის განმავლობაში ბაღის სამუშაოები იწყება ადრე გაზაფხულზე და მთავრდება გვიან შემოდგომაზე. მის ბაღში ყვავილების გარდა სხვადასხვა სახის ბოსტნეული, კენკრა, ხეხილი იზრდება, გრიგორი ფუტკარსაც ამრავლებს.
„ჩემს გარდა, ყვავილებს ისინიც უვლიან, მათ გარეშე როგორ“, – გვიზიარებს ის.
სამომავლოდ გეგმავს ბაღის კიდევ უფრო კეთილმოწყობას, ფანჩატურის, გალავნის აშენებას და, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტი ყვავილის დარგვას. გრიგორის ახალი აღმოჩენებიდან, არსებობს ორი სახის ჰორტენზია, ის ჯერ კიდევ ტესტავს, გაიღებენ თუ არა ფესვებს ჩვენს კლიმატში. კითხვაზე, რას აძლევს მას მებაღეობა, გრიგორი გვასუხობს:
“ნერვებს აწყნარებს. კარტოფილის დათესვაც შეიძლება, მაგრამ ასეთი სილამაზე არ იქნება”.