ახალქალაქის ცენტრში დღეს, ისევ შეიკრიბა ჯავახეთის მოსახლეობა, ისინი დაკეტილ საზღვრებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი მერიის შენობაში შეიჭრნენ, რათა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პროტესტი გამოეხატთ. აქციის მონაწილეებს მერი შეხვდა. მერთან შეხვედრის პროცესში, პროტესტის მონაწილეებმა ბევრი საკითხი წამოაყენეს.
დღეს, 3 თებერვალს, როგორც პროტესტის მონაწილეები 31 იანვარს შეთანხმდნენ, სხვადასხვა სოფლის და ქალაქის მოსახლეობა ახალქალაქის ცენტრში შეიკრიბა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პროტესტი გამოეხატათ. ქალაქის ცენტრში მაშტოცის მოედანზე ხალხმა 13:00 საათიდან დაიწყო შეკრება, მიტინგზე პირველად ჟურნალისტები მოვიდნენ, შემდეგ სხვადასხვა სოფლის და ქალაქის მოსახლეობამ დაიწყო შეკრება.
აქციის 100-მდე მონაწილე მერიის შენობაში შევიდა. მერი იურიკ უნანიანი მათ შენობის ფოიეში შეხვდა. ხალხმა საკუთარ პრობლემებზე დაიწყო საუბარი.
ისინი საუბრობენ დაკეტილ საზღვრებზე, რომ სამუშაოდ ვერ მიდიან, არსებობის საშუალება არ აქვთ. საპროტესტოდ აქციის მონაწილეებმა მერს ჰკითხეს, საიდან გადაიხადონ ბუნებრივი აირის 400 ლარის გადასახადი, მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომუნალური გადასახადების კომპენსაციის სახელმწიფო პროგრამა ჯავახეთს არ ეხება, რადგან მაღალმთიანობის პირობებში დანახარჯი მეტია და კომპენსაციაში ვერ ხვდება. პროტესტის მონაწილეები საუბრობდნენ კრედიტებზე, იმის შესახებ, რომ შექმნილი ვითარების გამო, შეიძლება სახლები დაკარგონ, რომლებიც გირაოში ჩადეს.
საუბარი იყო ასევე იმ სტუდენტებზე, რომლებიც სომხეთში დადიან და ნებართვა მიიღეს «სადახლოს» საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით გადავიდნენ, გამონაკლისის სახით, რატომ არ უშვებენ «ბავრის» სასაზღვრო პუნქტის გავლით.
ზოგიერთმა ასევე წამოაყენა პასპორტის მიღების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების საკითხი, ზოგიერთი პანდემიის გამო, შექმნილ ცალკეულ პირად პრობლემებზე საუბრობდა.
პროტესტის მონაწილეებმა თქვეს, რომ ძირითადი მოთხოვნა – საზღვრების გახსნაა. მერიას ერთი კვირის ვადა მისცეს მათ მოთხოვნებზე რეაგირება მოახდინოს.
მერმა იურიკ უნანიანმა ზოგიერთ შეკითხვას უპასუხა. მან თქვა, რომ მოსახლეობას ვერ დაპირდება, რომ საზღვრებს გახსნიან და ყველას სომხეთში, ან სხვაგან გაუშვებენ. პირადი საკითხებით, რომლებიც პროცესში გაჟღერდა, ხალხი ცალკე მიმართავდა მას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და მოაგვარონ ის საკითხები, რომლებიც მიმდინარე პირობებში მოგვარებადია.