ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებზე თოვლის საწმენდ სამუშაოებს შარშანდელივით წელსაც კომპანია «ჯავახავტოგზა» ჩაატარებს. გასულ წელს ჩატარებული ელექტრონული კონკურსის ხელშეკრულების ვადა შეადგენს ორ წელს, ხელშეკრულება წელსაც არის ძალაში.

Jnews-ს მერიიდან აცნობეს, რომ კომპანია მზად არის თოვლის საწმენდი სამუშაოები ნებისმიერ მომენტში ჩაატაროს, როგორც კი მერიიდან განაცხადი შევა.

«ჩვენს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ხელშეკრულება კომპანია «ჯავახავტოგზასთან» ორი წლით არის გაფორმებული. საჭიროების შემთხვევაში მზად არიან სამუშაოების ჩატარებისთვის. როგორც კი მერიის შესაბამისი სამსახური სოფლებიდან მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გზები დაკეტილია, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდებიან კომპანია «ჯავახავტოგზას» შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის»,- თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ შარშანდელ კონტრაქტში ცვლილებები არ არის შეტანილი. შესაბამისად, გზების გასუფთავება საჭიროა, როგორც ქალაქ ახალქალაქის ქუჩებზე, ასევე სოფლის გზებზე. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიწმინდოს შემდეგი მიმართულებები.

ვაჩანი-ოკამი-ქარცეფი-გოგაშენი: 24 კმ.
სულდა-მიასნიკიანი-ერინჯა-დავნია: 12,5 კმ,
კარწახის გზაჯვარედინიდან-ფილიპოვკამდე: 2,5 კმ
სულდა-დადეში: 4 კმ.
კარწახის გზაჯვარედინიდან-დადეშამდე: 2 კმ
ჩამდურას ავტოტრასის გზაჯვარედინიდან-მურჯახეთი-ვაჩიანი: 2,5 კმ
ხორენიას გზა ცენტრალური გზის გზაჯვარედინიდან: 2 კმ
ახალქალაქი-ბავრა-კარტიკამი-თახჩა-აბული: 14 კმ
კარტიკამი-ბუზავეთი: 3,5 კმ
ახალქალაქი-დილისკა-პტენა-ჩუნჩხა: 11 კმ
ბაკურიანი-ხულგუმოს გზის გზაჯვარედინიდან-კულიკამი-კარტიკამი: 5 კმ
ბაკურიანი-მაჯადიასგზის გზაჯვარედინიდან-თოთხამი: 5,5 კმ
ბაკურიანი-თოთხამის გზის გზაჯვარედინიდან-კორხი: 2,5 კმ
ბაკურიანი-ორჯას გზის გზაჯვარედინიდან-ხანდო-ვარევანი-ალასტანი-კოკიო-აზავრეთი: 23,5 კმ
არაგვა-გომანი-ოლავერდი: 7 კმ,
ბაკურიანი-ზაკვის გზის გზაჯვარედინიდან-თირკნა-გომანი: 5 კმ
გომანი-ბალხო-ბუღაშენი-მერენია-ეხტილა: 10 კმ
ბაკურიანი-ბარალეთის გზის გზაჯვარედინიდან-ეხტილა-პატარა სამსარი-დიდი სამსარი: 15 კმ
კოჩიო-აგანა-სირქვა: 3,5 კმ,
ბარალეთი-კოჩიო-ალათუმანი-ბეჟანო: 10 კმ,
ბაკურიანი-მოდეგამის გზის გზაჯვარედინიდან: 2,5 კმ
ბაკურიანი-გოდოლარის გზის გზაჯვარედინიდან-ბურნაშეთი-აზავრეთი: 3 კმ
ბაკურიანი-ლომატურცხის გზის გზაჯვარედინიდან-ბურნაშეთი: 2 კმ
ბაკურიანი-ტურცხის გზის გზაჯვარედინიდან: 1,5 კმ

თოვლისგან მთლიანად 174 კმ სოფლის გზა გაიწმინდება.

ასევე გაიწმინდება ახალქალაქის შემდეგი ქუჩები:

თავისუფლება,
ნალბანდიანი,
ჩარენცი,
თუმანიანი,
თამარ მეფის,
მაშტოცი,
დარბინიანი,
მალხასიანი,
ჭავჭავაძე,
რუსთაველი,
მიკოიანი,
მარგარიანი,
ჯავახიშვილი,
გუსან ავასი.

თოვლის საწმენდი სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც გრეიდერით გაწმენდას (მისაბმელიანი ექსკავატორი-გამასწორებელი), ასევე რეაგენტის დაყრას.

კომპანია «ჯავახავტოგზამ» ელექტრონული ტენდერი 199 939 ლარით მოიგო.

ასევე საჭიროა მძღოლების გაფრთხილება, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ხელისუფლება დააწესებს სპეციალურ ზონას და გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის ბორბლების გამოყენა იქნება სავალდებულო, ხოლო განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ პირობებში — სრიალსაწინააღმდეგო ჯაჭვების არსებობა. 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე მაღალმთიან რაიონებში ზამთრის ბორბლების გამოყენება სავალდებულო იქნება.

გარდა იმისა, რომ ცვლილებები იქნება შეტანილი «ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ» კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობის ჯარიმას მათთის, ვინც ზამთრის ბორბლების გამოყენების წესს არღვევს. გარდა ამისა, მძღოლი 100-დან 5 ქულას დაკარგავს.

აღნიშნული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში პოლიციას უფლება აქვს მძღოლს ზონაში ან გზაზე მოძრაობა აუკრძალოს, სადაც ზამთრის ბორბლების გამოყენება აუცილებელია.

გარდა ამისა, პოლიციას უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ მოედანზე გადაიყვანოს, რომლის გამოც მძღოლს თვითონ მოუწევს თანხის გადახდა.