13 ივნისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნათესები, გზები და ხიდები დააზიანა.
სულ დაზარალდა 10-15 სოფელი, ყველაზე მეტად ლომატურცხი, ბარალეთი და კოჩიო. მოგვიანებით კი, 4 ივლისს, სოფელ ვაჩიანში ქარით ძლიერი სეტყვა დაიწყო, რომელიც ტორნადოში გადაიზარდა და ხალხის სახლებს სახურავები გადახადა. Jnews-მა შეეცადა გაერკვია, რა სახის დახმარება მიიღეს სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ სტიქიით დაზარალებულმა ყველა პირმა მიიღო შესაბამისი კომპენსაცია.
„სოფელ ვაჩიანში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ადგილზე ჩვენი ადგილობრივი კომისია მივიდა. როგორც ყველამ იცის, 100%-ით კომპენსაცია შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ყველა დაზარალებულს. ფინანსური კომპენსაცია 25-27 ოჯახმა მიიღო. პრობლემა გვქონდა ლომატურცხში უკვე გასწორებულ და კეთილმოწყობილ გზებზე. კომპენსაციები იყო სოფელ კოჩიოშიც, ძლიერ დაზიანდა მინდვრებისკენ მიმავალი ხიდი, რომელიც უკვე აღდგენილია, მაგრამ დაუმთავრებელი დარჩა გზის გაყვანის სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. ანალოგიური ვითარებაა ბარალეთის შემთხვევაშიც, ზარალის ოდენობა შეფასდა და ანაზღაურდა“.
სტიქიური უბედურებების შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულებზე:
გუშინდელ სეტყვას ახალქალაქში ყველაზე მეტად 3 სოფელი დაზარალდა
სოფელ ვაჩიანში მომხდარმა ტორნადომ დიდი ზიანი მიაყენა