ახალქალაქის აღმაშენებლის პირველი შესახვევის N1 და N3 მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი სახლების სახურავები რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ზედა სართულის მცხოვრებლები რემონტს ვერ ახორციელებენ, რადგან მათ მიერ გატარებული დროებითი ზომები, სახურავის საფარის ნაწილების შესწორება და შეცვლა, დიდხანს არ გრძელდება. და კვლავ სახლის ირგვლივ ვედროების დაწყობა მოუწევთ, რომ წვიმის წყალმა ბინა არ დატბოროს.

remont1

ლარისა ქურდოღიანების ოჯახი გამუდმებით ებრძვის სახურავის გაჟონვას. სახურავზე ფიქალი შეასწორეს, მაგრამ პრობლემა ამ გზით ბოლომდე არ მოგვარდება.

„ასეთი ავარიული მდგომარეობა დიდი ხანია არის, უკვე 5-6 წელია სახურავიდან წვეთავს, ერთხელ წერილი დავწერეთ, არ გვიპასუხეს. ქალაქში შენობის სახურავებს ცვლიან, თავიდან ისინი შეცვალონ, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია. წვიმის დროს ოთახებში წვეთავს“, – ამბობს აღმაშენებლის პირველი შესახვევის N1 კორპუსის მცხოვრები ლარისა ქურდოღლიანი.

მოსახლეობამ რამდენიმე წლის წინ წერილით მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას და სთხოვა სახურავის რეაბილიტაცია, თუმცა მათი თქმით, რომ პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ რამდენიმე წელი ჩუმად და ერთმანეთთან საუბარში წუწუნით იტანდნენ და წვიმის დროს გულდასმით ამოწმებდნენ გაჟონვის ახალ ადგილებს, რომლების ქვეშაც ჯერ ვედროები არ იყო მოთავსებული.

N3 კორპუსის მცხოვრები მცხოვრები ქნარიკ ჰაკობიანიც მეხუთე სართულზე ცხოვრობს, რომელიც ჩივის, რომ სახლი ფუჭდება ნესტის გამო.

“ერთხელ ჩვენი ხარჯებით გავარემონტეთ, მაგრამ უკვე გაფუჭებული იყო. ნესტიანი კედლები ობით დაიფარა”, – ამბობს ქნარიკ ჰაკობიანი.

ახლა, როცა მეზობელ კორპუსს გადახურავენ, მოსახლეობას იმედი გაუჩნდა. მათ კვლავ მიმართეს მერიას კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის მოთხოვნით და იმედოვნებენ, რომ ამჯერად მათი მოთხოვნა უპასუხოდ და იგნორირებული არ დარჩება და სახურავის რეაბილიტაცია ჩატარდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მათ დღეს მიიღეს წერილი, ჯერ ამის განხილვის დრო არ ჰქონდათ და განხილვის შემდეგ მოსახლეობას უპასუხებენ.

„ამისთვის ბიუჯეტში არ იყო გამოყოფილი თანხები, ამ წუთებშიც არ არის ამისთვის თანხა, თუ სამომავლოდ ბიუჯეტში იქნება თანხები, იქნება ბალანსი, ეს მოთხოვნა გავითვალისწინებული გვექნება. უკვე დაიწყო ქალაქის ყველა სახურავის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება“, – თქვა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.