“მანთაშიანცის” მეწარმეთა კლუბის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში ადგილობრივი საშუალო და მსხვილი მეწარმეები ახალქალაქიდან, ასპინძიდან, ნინოწმინდიდან, ახალციხიდან და წალკიდან, სომხეთის ბიზნესმენებს შეხვდნენ. ახალქალაქში გაიხსნება კლუბის ჯავახეთის ფილიალი, სადაც გაწევრიანება შეუძლიათ ბიზნესმენებს, რომელთა წლიური ბრუნვა 300 000 აშშ დოლარზე მეტია.
ფორუმში 34 ადგილობრივი ბიზნესმენი მონაწილეობდა. ფორუმის შედეგად დაფუძნდება შპს „Mantashyants Javakhk“, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კლუბის მუშაობას და ადგილობრივ ბიზნესმენებთან თანამშრომლობას. ორგანიზაციის მომავალი თანადამფუძნებლისა და დირექტორის ვრეჟ ბერიკიანის თქმით, ფორუმის 12 მონაწილემ უკვე გამოთქვა სურვილი გახდეს კლუბის წევრი. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი იქნება l „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის დირექტორი სამველ მკოიანი.
“ცუდი შედეგი არ არის. ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმების სურვილი 12-მა ბიზნესმენმა გამოთქვა. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ. ვგეგმავ თანამშრომლობას კლუბის თბილისის ფილიალთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან. ვგეგმავთ შეხვედრის მოწყობას “მანთაშიანცის” კლუბის ერევნის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“, – ამბობს ვრეჟ ბერიკიანი.
კლუბის წევრები გადაიხდიან ყოველთვიურ საწევრო გადასახადს, რომელიც მოხმარდება სხვადასხვა შეხვედრების, სემინარების მოწყობას გამოცდილების გაცვლისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის.
კლუბში შეიძლება შევიდნენ როგორც საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესმენები, ასევე მენეჯერები, რომლებსაც 30-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ვრეჟ ბერიკიანის თქმით, მართალია, არის წლიური ბრუნვის მინიმალური ბარიერი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენებს შეუძლიათ კლუბში შესვლა, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ.
„თუ, მაგალითად, ბიზნესმენს აქვს 250 000 დოლარი წლიური ბრუნვა, მაგრამ მას აქვს ამბიციები და აქტიურია, სურს განვითარება და გაფართოება, მაშინ ჩვენ მივიღებთ მას და მისი ბრუნვა მალე გაიზრდება 300 000 დოლარამდე ან მეტამდე“, – ამბობს ის.
კლუბ „მანთაშიანცს“ თავისი ფილიალები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო დროს კლუბის ფილიალი გაიხსნა საქართველოში, თბილისში, დღეს კი ჯავახეთში.
კლუბის მთავარი მიზანია, რომ სომეხმა მეწარმეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან გაიცნონ ერთმანეთი, ჰქონდეთ კავშირი და ერთობლივად იმუშაონ თავიანთი ბიზნესის განვითარებაზე.
„ისე, რომ, მაგალითად, ჯავახეთიდან მეწარმემ იმუშაოს ბიზნესმენთან ლოს-ანჯელესიდან, ან ჰამბურგიდან თავისი ბიზნესის მეტი ეფექტურობისთვის. აღნიშნული ფილიალის დახმარებით ადგილობრივ ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ დაამყარონ კონტაქტები სხვა ქვეყნების ბიზნესმენებთან და შეძლებენ ერთად მუშაობას, იმპორტს, ექსპორტს და ა.შ“, – ამბობს „მანთაშიანცის“ ბიზნეს-კლუბის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ვაჰრამ მირაქიანი.
კლუბის ფარგლებში ბიზნესმენებს-წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაცვალონ გამოცდილება სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრების საშუალებით, ონლაინ და ოფლაინ, ასევე კლუბს აქვს საგანმანათლებლო და გასართობი ფორმატი.
კლუბს 430 წევრი ჰყავს მთელ მსოფლიოში. კლუბში შეიძლება იყოს საშუალო და მსხვილი ბიზნესმენები, მცირე მეწარმეები არ არიან კლუბის პრიორიტეტებში. ამგვარად, კლუბი შედგება ბიზნესმენებისგან, რომელთა წლიური ბრუნვა 400 000 აშშ დოლარიდან 1 000 000 აშშ დოლარამდეა. რუსეთში, ამერიკაში და სხვა მსხვილ ქვეყნებში ბარიერი, რომელიც დგება კლუბის წევრობისთვის, არის 1 000 000 აშშ დოლარის ბრუნვა, ხოლო მცირე ქვეყნებში: სომხეთში, საქართველოში 400 000 აშშ დოლარი. ჯავახეთისთვის მინიმალური ბარიერი კიდევ უფრო დაიკლო.
კლუბი ერევანში 2019 წელს დაარსდა, როდესაც დამფუძნებლები მიხვდნენ, რომ ერთმანეთთან კავშირით და თანამშრომლობით შეძლებდნენ თავიანთი ბიზნესის ეფექტურობის ამაღლებას.
კლუბის გაფართოება ჯავახეთის დასაფარად კიდევ ერთი ნაბიჯია კლუბის მიზნისკენ, გახდეს უმსხვილესი ბიზნეს ქსელი, რომელსაც აქვს ამბიციები დაფაროს ყველა ის ქვეყანა და ქალაქი, სადაც სომხური თემებია.
“ჩვენ, როგორც მეწარმეებს, გვსურს მუდმივად განვვითარდეთ და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. როდესაც აღმოვჩნდებით ისეთ გარემოში, სადაც ჩვენნაირი ბიზნესმენები, რომლებსაც ასევე სურთ თავიანთი ბიზნესის განვითარება და გაფართოება, ეს მოტივაციას იწვევს”, – ამბობს დავით მკოიანი, კლუბის თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრი, კომპანია “ელიტ ჯგუფის” და “ელიტ პლაზას” ბიზნეს-ცენტრის წარმომადგენელი.