ამოქმედდა საქართველოს ხელისუფლების «სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების» პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერები, ვისაც 0,25ჰა-დამ 10ჰა-მდე მიწა აქვთ რეგისტრირებული სახელმწიფოსგან სასუქებისა და სხვა საშუალებების საყიდლად სუბსიდიას მიიღებენ, ასევე სუბსიდიებს ხვნა-თესვის გადასახადებისათვის. დღეიდან, 20 მაისიდან, ფერმერები აგრო-ბარათების გახსნას შეძლებენ, სადაც სუბსიდიების ქულები დაერიცხებათ, თუმცა ახალქალაქში დღეს ბარათის გახსნის მსურველი არავინ ყოფილა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა არ არის ინფორმირებული, რომ დღეიდან ფერმერებისათვის სპეციალური აგრობარათების გაცემა დაიწყო და რომ «ლიბერთი» ბანკს უნდა მიმართონ.
ფერმერებმა «ლიბერთი» ბანკში აგრო-ბარათი უნდა გახსნან
დღეს, 20 მაისს 12:00-დან 13:00 საათამდე Jnews-ის ჟურნალისტები «ლიბერთი» ბანკთან იყვნენ, რათა ენახათ, თუ რამდენი ფერმერი მივიდოდა აგრო-ბარათის გასახსნელად.
თუმცა, ბანკთან შეკრებილი ადამიანები ძირითადად ფერმერები კი არა, არამეტ სხვადასხვა მომსახურებისთვის მოსული ხალხი იყო. ყველამ არ იცოდა სოფლის მეურნების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ. დაახლოვებით 15 გამოკითხული ადამიანიდან პროგრამის შესახებ მხოლოდ ერთმა იცოდა.
ფერმერები, ვისაც 0,25ჰა-დან 10ჰა-მდე მიწა აქვთ დარეგისტრირებული, აგრო-ბარათების გასახსნელად «ლიბერთი» ბანკს უნდა მიმართონ. იმის გარკვევა, თუ როდის იქნება შესაძლებელი აგრო-ბარათის მიღება, შესაძლებელია გვერდზე myliberty.ge.
1ჰა მიწისათვის გათვალისწინებულია 200 ქულა, რაც 200 ლარს გულისხმობს. თუ ფერმერს დარეგისტრირებული აქვს 0,25ჰა, მაშინ ბარათზე 50 ქულა დაერიცხება, 0,50ჰა-ს შემთხვევაში 100 ქულა (ლარი), და ა.შ.
«დიახ, მე მსმენია, მაგრამ მე სხვა პრობლემა მაქვს, ჩემი მიწები ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, ამიტომ დახმარების მიღებას ვერ მოვახერხებ»,- თქვა სამველმა.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მიწას ფლობს, მაგრამ საჯარო რეესტრში ოფიციალური რეგისტრაცია არ გააჩნია, მას პროგრამაში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფო სუბსიდირების მიღება შეუძლია მომავალ თვეში, მას შემდეგ, რაც მიწებს დაარეგისტრირებს.
რადგან ბევრი ფერმერი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმირებული არ იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია ინფორმირებულნი თუ არიან სოფლებში მერის წარმომადგენლები.
სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენლის შალო ელიზბარიანის თქმით, ის იყო მერიაში და პროგრამის შესახებ ინფორმირებულია.
«დიახ, მე პროგრამის შესახებ უკვე ვარ ინფორმირებული. რამოდენიმე თანასოფლელმა ამის შესახებ მე უკვე მკითხეს და მე ყველაფერი ავუხსენი»,- ამბობს შალო ელიზბარიანი.
სოფელი კარტიკამის მცხოვრებს ლავრენტი საარიანს პროგრამის შესახებ სმენია, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ის დღეს ამოქმედდა.
«მე დახმარების შესახებ გავიგე, მაგრამ არ ვიცოდი, რომ დღეიდან შესაძლებელი იყო შესაბამის ორგანიზაციებში მისვლა»,- ამბობს ის.
სოფელ აბულში მერის წარმომადგენლის, სამველ კარახრხზიანის თქმით, სოფელში ცოტაა დარეგისტრირებული მიწა, ამიტომ ამ პროგრამით სარგებლობა ყველას არ შეუძლია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უმეტესობას მსგავსი პრობლემა აქვს, ხალხს არ შეუძლია თავისი მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება.
სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამა მიმართულია საფერმერო მეურნეობის განვითარებაზე, რომელიც დარეგისტრირებულ მიწას ფლობს. ზუსტად მიწის რეგისტრაცია გახდება დახმარების ძირითადი ფაქტორი.
პროგრამის სუბსიდიების მიმღები პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა დაახლოებით 200 000 ფერმერს შეადგენს.
ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერები საწვავაზე საშეღავათო ტალონების მიღებას შეძლებენ.
სად და როგორ შეძლებენ ფერმერები საწვავზე საშეღავათო ტალონის მიღებას ახალქალაქში