ნინოწმინდელ ფერმერებს მელიორაციის დავალიანება ჩამოეწერებათ

ნინოწმინდელ ფერმერებს მელიორაციის დავალიანება ჩამოეწერებათ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 32 აბონენტს, 2015 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში დაგროვებული, 2367 ლარის ოდენობის მელიორაციის დავალიანება ჩამოეწერა. პროგრამა საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სისტემით 1 ჰექტარის მომსახურება სეზონზე 75 ლარი ღირს.

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში სამელიორაციო მომსახურება აბონენტებს უფასოდ ეძლევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში სახელმწიფო აბონენტებს დაახლოებით 8 მლნ ლარის (დაახლოებით 2,5 მლნ აშშ. დოლარი) ოდენობის დავალიანებას აპატიებს, რაც 2012-დან 2019 წლამდე დაგროვდა.

2013 წელს შეიქმნა შპს “საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია”, რომელიც სახელმწიფო სარწყავი სისტემების აღდგენით იყო დაკავებული, რაც საბჭოთა პერიოდში არსებობდა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიშალა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამჟამად, 3 სარწყავი სისტემა მოქმედებს:

1. ორლოვკა-სპასოვკა (თვითდინებით), ემსახურება სოფელ სპასოვკას, კათნატუს, სათხას, ოროჯალარს, დიდ ხანჩალს და ნინოწმინდას.

2. ნამცვარა (თვითდინებით), ემსახურება სოფელ ჯიგრაშენს, ნამცვარას.

3. ყაურმა-ნამცვარა (თვითდინებით), ემსახურება სოფელ ყაურმას, ჯიგრაშენს, ნამცვარას.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე